სულ რაღაც ერთი წლის წინ , ზუსტად ამ დროს მე და ჩემი დაქალი ყველას ვუმტკიცებდით რომ ერთნაირები ვიყავით… ერთნაირი ჩაცმის სტილი გვქონდა, ერთნაირი ხუმრობები, ერთნაირი სურვილები, და ერთნაირი შეხედულებები. რათქმაუნდა ამას მოყვა სიცილი,კამათი,ჩხუბიც კი… მაგრამ ჩვენ მაინ ვამტკიცებდით 🙂 ახლა მეცინება რომ ვიხსენებ, რა სულელი ვიყავი.
მეცინება, რომ ჩემი თავი მაგარი მეგონა რადგან ზუსტად ჩემნაირი დაქალი მყავდა.
მეცინება… გულით… მაგრამ არ მწყინს. ხომ იცით, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მეც დრო მჭირდებოდა რომ ნამდვილი “მე” მეპოვა და იმაში დავრწმუნებულიყავი რომ მე მე ვარ და ჩემნაირი სხვა არავინ არსებობს. დღეს მე იმითი აღარ ვამაყობ რომ ჩემნაირი დაქალი მყავს, დღს მე იმითი ვამაყობ რომ ჩემნაირი არავინ არ არის.
როგორც ყველა ადამიანს აქვს თავისი თითის ანაბეჭდი, რომლის მსგავსიც მეორე არავინ მოიძებნება. ისევე გვაქვს ყველას ჩვენი “მე”…
შეიძლება, ის ჯერ არ გვიპოვია, გვგონია რომ არ არსებობს, ან არსებობს და არ მოგვწონს როგორიცაა – ის მაინც არსებობს ❤
ერთი წამით დაფიქრდით და თქვენ თავს უთხარით, რამდენჯერ მოქცეულხართ ისე როგორც იყო საჭირო და არა ისე როგორც გულით გინდოდათ? რამდენჯერ არ გითქვამთ რამე რადგან თქვენს “პრინცს” ეს არ მოეწონებოდა ან ტქვენ აღარ მოეწონებოდით? რამდენჯერ გიცდიათ აღარ ყოფილიყავით ისეთი როგორიც ხართ, მხოლოდ იმიტომ რომ ამით გარშემომყოფებში პლიუსები დაგეწერათ, სხვებზე უკეთესი შთაბეჭდილება მოგეხდინათ ან რაიმე დაგემსახურებინათ ისეთი რასაც ნამდვილი “მე”–ს გამოჩენით ვერ დაიმსახურებდით ?
პასუხი მხოლოდ ერთია, რათქმაუნდა – ძალიან ბევრჯერ.
ის კი რაც ზევით ვთქვი, არასწორად გადადგმული ნაბიჯია და არაფერი სხვა. Continue reading