ახალი მისამართი

ახალგაზრდული ჩანაწერები

Advertisements

სწრაფი ცვლილება

მიუხედავად იმისა, რომ ენერგიას არ ვიშურებ ჩემი ბლოგისთვის და ხშირად შედეგითაც კმაყოფილი ვარ, მაინც მიშლის ნერვებს ბლოგის სახელი, რომელიც შარშან ძალიან შემთხვევით შევურჩიე.

ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, როიმ გადამედგა ნაბიჯი და ახალი მისამართი ამეღო. ძალიან მიჭირს მკითხველებისა და სტატისტიკის დატოვება, რომელიც ბოლო დროს შესამჩნევად გაიზარდა 😦 მაგრამ მაინც მომიწევს გითხრათ და გაცნობოთ, რომ ბლოგმა შეიცვალა სახელი.

ამერიდან, ყველა სიახლე და პოსტი განთავსდება ჩემ ახალ ბლოგზე

Notes of Summer

დარწმუნებული ვარ, რომ ერთგული მკითხველები აუცილებლად გადმომყვებიან, ხოლო ისინი ვინც არ იყვნენ ერთგული ამიერიდან გახდებიან. გთხოვთ თუ სადმე გქონდათ ჩემი ბლოგის მისამართი შეცვალოთ ახლით და არ დაგავიწყდეთ პოსტების გამოწერა.

გისურვებთ წარმატებებს და თქვენი იმედი მაქვს 🙂

ქალები და ნობელის პრემია

Tags

, , , , , ,

1901 და 2010 წლებში ნობელის პრემიის დაჯილდოვდა 40 ქალი. მათ შორის ერთ–ერთმა კი ორჯერ ზედიზედ აიღო პრიზი. ეს გახლდათ Marie Curie, რომელიც ჯერ დაჯილდოვდა ფიზიკაში (1903წ), ხოლო რვა წლის შემდეგ ქიმიაში. (1911)

ჩემი ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ბოლოს,2009 წელს გახდა ნობელის პრემიით დაჯილდოვებული.

წაიკითხეთ ბოლომდე “ქალები და ნობელის პრემია”

Keep Healthy

Tags

,

თვალები რომ გავახილე უკვე პალატაში ვიყავი. “არ დაიძინო” ჩამესმოდა ყურში და ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი ძალა მომეკრიბა და არ ჩამძინებოდა. ერთი შეხედვით, ძნელია საკუთარ თავს გაუწიო წინააღმდეგობა, მაგრამ ბუნდოვანმა აზროვნებამ როგორც ჩანს, მაინც გადაწონა ძილის სურვილი და მე გამოვიღვიძე.

დიახ, ეს არ არის ტყუილი. არც ახალი მოთხრობაა, არც სიზმარი და არც სევდიანი სიუჟეტი წაკითხული რომანიდან… ეს ის რეალობაა, რომელშიც გუშინ მოვხვდი. საქმე ეხება რამდენიმე არასასიამოვნო და ერთ ყველაზე უსიამოვნო პროცედურას, რომელიც ვერ გავიგე (გამიმართლა, რომ მედიცინა წინ არის წასული). მოთენთილობა, შინაგანი ნერვიულობა და ცოტა ტკივილი ვფიქრობ მეორეხარისხოვანია, რადგან როცა საყვარელი ადამიანების ბედნიერ სახეს უყურებ და ამასთანავე დაქვეითებულ გონებაში გაგიელვებს ფრაზა, რომ “ყველაფერი დამთავრდა” გემატება გამძლეობა და ქრება მთავარი – სულიერი ტკივილი გაქრება.

წაიკითხეთ ბოლომდეჩემ ახალ ბლოგზე ანუ აქ.

როგორ ვიცხოვრე პარიზში?

Tags

, , , , , , , , , , , , , , , ,

„სინათლის ქალაქში“  დღეს ჩვეულებრივ იწყებენ, ფაცი–ფუცით იცვამენ ტანსაცმელს და მორიგი სამუშაოს შესრულებისთვის ემზადებიან.

ყველაფერს პარიზულის გემო და ფერი დაჰკრავს, მათ შორის ყველაზე უფერო და უსუნო საგნებსაც კი. სიტყვა დახვეწილი ისე შეეფერება ქალებს, როგორც სიყვარულს პარიზული ვნება. წარწერებში ინგლისური ენა არ ჩანს, მეტროპოლიტენი კი ტურისტული ხაზებისკენ გვიხმობს.

რიშელიეს ქუჩაზე, „ჰოტელ მალტე ოპერაში“ ვცხოვრობ. დილით ადრე ვდგები, ვუყურებ როგორ იღვიძებს ქალაქი, გრძელი თითებით ძვირფას სიგარეტს ვუკიდებ, პიჟამოთი გამოყვანილ თეძოებს ვფარავ და ვფიქრობ, რა არის ამ ქალაქში ისეთი ასე რომ მიზიდავს?

პასუხი პარადოქსულია. ამაზე ფიქრით თავს აღარ ვიმძიმებ. ვყვები აქაურ რიტმსა და პირველ სანახაობას.

ბოლომდე წაიკითხეთ : ) “როგორ ვიცხოვრე პარიზში”

ვინ ვართ სინამდვილეში

Tags

, , , , , , , , , , ,

პირადი პოსტების წერას არ ვარ მიჩვეული. უმეტესად ლიტერატურასა და ზოგად თემებზე ვწერ, მაგრამ აქა–იქ ჩემ ნააზრევებსაც გავურევ ხოლმე. ალბათ ადამიანებს, ვინც ჩემ ბლოგს კითხულობენ გარკვეული წარმოდგენა ექნებათ ჩემზე. ვეცდები გამოვიცნო… გგონივართ მეტნაკლებად ჭკვიანი, წერაზე შეყვარებული, თბილი, გაწონასწორებული და ა.შ  ხოლო ვინც უფრო ახლოდან მიცნობთ გეცოდინებათ რომ ძალიან ბევრნაირი ვარ. როგორ ბევრნაირი? როგორ და ესე.

შემიძლია ვიყო ისეთი სერიოზული და თავდაჭერილი, რომ ვერავინ გაბედოს ახლოს მოსვლა. ასეთ დროს ვაკრიტიკებ ხშირად, ვლაპარკოაბ ცოტას, ვარ ძალიან მომთხოვნი და კატეგორიული. უაღრესად მკაცრი, ნამდვილი “თხის რქა”. ასეთი პერიოდები ზამთარში მაქვს ხოლმე… შემოქმედებითად არ ვიწვი, და ვცდილობ ჩემი თავი სხვა რაღაცეებში დავხარჯო.

არსებობს მეორენაირი “მარიტაც”, რომელიც უფრო მეგობრულია ვიდრე პირველი. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე დაკვირვება. სიამოვნებით იძლევა რჩევებს, ბევრს იღიმის, აწუხებს ათასნაირი იდეები. მოსწონს მრავალფეროვნება, ყველაფერს დადებითად ეკიდება. ეძებს საკუთარ თავსა და ბედნიერებას.

მე პირადად მეორე უფრო მომწონს. მაგრამ რადგან ორივე მე ვარ, მაინც იდეალური ვარიანტი მათი სინთეზია. მარიტა, რომელმაც იცის მხიარულებისა და სერიოზულობის ფასი. სწავლობს საკმარისად და აქტიური ცხოვრების ფონზე ყველაფერს ასწრებს. წერს, მოგზაურობს, უყვარს და მტკიცე ნებისყოფის წყალობით ადვილად ან ძნელად, მაგრამ მაინც აღწევს მიზანს.

ძნელია თქვა “როგორი ხარ სინამდვილეში”, რადგან ადამიანები ამას საკუთარ თავსაც ვერ ვუმხელთ ხშირად და სხვებს ხომ მითუმეტეს… ბოლო დროს, როცა ცხოვრებას უფრო მეტად ვაკვირდები და ვცდილობ ყველაფერში დავინახო “აზრი” ერთ რამეს მივხვდი. არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელსაც რამდენიმე თვისების ჩამოთვლით აღწერ. ყველა ადამაიანი თავისებურად საინტერესოა, ცალკე წიგნია და ისტორიაა. ყველა ადამიანში არის ერთგულებაცა და ღალატიც, სიამაყეცა და თავმდაბლობაც. მთავარია რომელს მივცემთ გამოვლენის საშუალებას.

წაიკითეთ ბოლომდევინ ვართ სინამდვილეში? 

რეალობა და წარმოსახვითი ნივთები

Tags

, , , , , , , , , , , , , ,

ფეტიშიზმი ფრანგული სიტყვაა (fétichisme) და უსულო საგნების თაყვანისცემას, უბრალო ნივთების გაიდეალებას ნიშნავს. მაქამდე ბევრი მიკლია, მაგრამ ის კავშირი რასაც საყავრელ ნივთებსა და ჩემ შორის ვგრძნობ, უშუალოდ ამ მოვლენასთანაა კავშირში. მიყვარს ძველი ნივთები, მათი სუნი თუ მდგომარეობა. მიყვარს როცა მათი დანახვისას ყველაფერი რაც ჩემ სიღრმეშია ზედაპირზე ამოდის და წამიერ სიამოვნებას მანიჭებს. თავს ამხსენებენ მოგონებები და ყველაფერი ის რაც გაქრა, ოდესღაც იყო რეალობაში ჩნდება ცოტა ხნით.

ფოტოგრაფია რომ ძალიან მიყვარს უკვე იცით. ამიტომ ჩემ საყვარელ ნივთებს ვირტუალური ნივთებიც შეადგენს, რომლებსაც ვერ ვეხები მაგრამ მიყვარს. წარმოსახვითი ნივთები იგივე კრიტერიუმებით ირჩევა, როგორც რეალურად ნანახი საგნები მაღაზიებში. განსხვავება ისაა, რომ  საიტზე დანახული ნივთები უფასოა და შენახვის ღილაკზე დაჭერით შეგვიძია მათი მისაკუთრება. ერთი უარყოფითი თვისება ის აქვთ, რომ სხვები მათ ვერ ხედავენ და არავინ გვეტყვის “რა ლამაზი საათი გიეკთიას”, როცა ეს ნივთი რეალურად არ არსებობს. მაგრამ მე მაინც მიყვარს ისინი.

მოკლედ, მაშინ როცა გარეთ ლამაზ ნივთებში შეგროვილ ფულს ვიხდი ( და არა ვყრი) ისინი დროთა განმავლობაში მიყვარდება, კომპიუტერში კი ადგილს სხვა ნივთების სურათები იკავებენ, რომლებიც თავიდანვე მიყვარს. მათ შორის კავშირი დიდია, რადგან ის რაც მიყვარს – მიყვარს სულ და ყველგან. კომპიუტერშიც და ისეც. ხელში ჭერითაც და ყურებითაც. ამიტომ იმ კოლექციას რაც გამაჩნია ორივე მხარე ავსებს.

პოსტის სრული ვერსია – რეალობა და წარმოსახვითი ნივთები

ძიების პროცესი ადამიანში

Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ძალიან საინტერესოა იმ მოვლენების ახსნა და შესწავლა რაც ადამიანის შიგნით მიმდინარეობს. განსაკუთრებით მაშინ როცა ყველა სულიერი პროცესი საკუთარ თავში ხდება და შენ ერთდროულად ექსპერიმენტის საგანიც ხარ და შედეგების გამომკვლევიც.

იმ მცირე გამოცდილებამ რაც გამაჩნია ერთი რამ მასწავლა. ადამიანი მაშინაა ყველაზე ბედნიერი როცა საკუთარ თავს იპოვის, ყველაზე უბედური კი მაშინ როცა – კარგავს. საკუთარი თავის დაკარგვა იგივე პასუხისმგებლობის დაკარგვაა და ყველაფერი იმის უარყოფა რაც ზნეობრივად მაღალი და ღვთიური გაგვაჩნია. ადამიანი, რომელიც იპოვის ადგილს ამ ვრცელ სამყაროში, იპოვის საკუთარ თავსაც. მოიპოვებს სულიერ სიმშვიდეს და გაივლის ცხოვრების იმ გზას, რომელიც მისთვისაა ჭეშმარიტი და საკუთარ ღმერთთან მიახლოვებული.

ადამიანის შეცნობის პროცესი ყოველთვის მაინტერესებდა. ვკითხულობდი ცნობილი ადამიანების ციტატებს და ყველაფერ იმას რაც პასუხობდა კითხვაზე “როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი”.  ამაზე შარშან დავწერე კიდეც, რადგან თემაზე რომელიც ჩემში ინტერესს აღძრავდა , საკუთარი დამოკიდებულება მქონდა.  (შეიცანი თავი შენი)

იმისთვის, რომ გაიგო ვინ ხარ და რა არის შენი მიზანი, საჭიროა გაიარო გზა, რომელზეც ყველაფერს შეხვდები (ბოროტსაც და კეთილსაც) . ისტორიას არ ახსოვს ციდან ჩამოფრენილიყო გასაღები საკუთარ თავს რომ გაპოვნინებდა, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა ადრეც და ეხლაც. რადგან ადამიანი, თავისი არსით უცვლელია , უბრალოდ იცვლება გარემო სადაც ცხოვრობს და ღირებულებები რომლებიც გააჩნია.

წაიკითეთ ბოლომდე “ძიების პროცესი ადამიანში”

ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან

Tags

, , , , ,

დღეს წვიმს და ჩემი განწყობაც მისი შესაფერისია. ამინდი ძალიან მოქმედებს ხასიათზე, ამიტომაც ეს დღეები წინა მზიანი დღეებისგან განსხვავებით ნაკლებ ემოციური და სასიხარულოა. ველოდები როდის დათბება ისე, რომ აღარ აურევს ამინდი და ჩემთანაც ყველაფერი უკეთესობისკენ წავა 🙂

მრავალფეროვნების თემასთან დაკავშირებით არაერთხელ მითქვამს. მითქვამს, რომ არ შემიძია სულ ერთნაირი სიტუაცია და გარემო, გარკვეული დროის განმავლობაში აუცილებლად უნდა შევცვალო რამე, მიზიდავს ბევრი სიახლეები და მომწონს ძიების პროცესი. მართალია, ეს ყველაფერი აქტიურ და არანორმალურ ცხოვრებაზე მიანიშნებს და ეს ასეცაა, მაგრამ ხელს არ მიშლის რომ სტაბილურობა დავიცვა. სტაბილურობას დროის ზუსტად განაწილებით ვიცავ. ანუ იმის გაკეთებას, რაც სიამოვნებას მანიჭებს დარჩენილ დროში ვასწრებ. მნიშვნელოვანი ნაწილში კი იმას ვაკეთებ რაც გეგმის აუცილებელ პუნქტად ითვლება.

ზოგჯერ მთლიანად მეცვლება ხოლმე გეგმა, მაგრამ სპონტანურობასაც აქვს თავისი ხიბლი და გაცილებით მეტ სიამოვნებას ვიღებ მოულოდნელიწ არმატებისგან, ვიდრე მაშინ როცა წინასწარ მაქვს განსაზღვრული ან ნავარაუდები თითოეული ნაბიჯი.

წაიკითხეთ ბოლომდე ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან

"პროგრესული ახალგაზრდები" სსრკ ში

Tags

, , , , , , , , , , , , , , ,

Inspired By ვასილ ერნუ.( “დაბადებული საბჭოთა კავშირში” )

სიტყვა стиляга–ს ზუსტი ქართული შესატყვისი არ არსებობს, მაგრამ წიგნის “დაბადებული საბჭოთა კავშირში” მთარგმნელებმა მას “ჩაცმის გიჟი” უწოდეს. დაე, ერქვას “ჩაცმის გიჟი”, მთავარი ხომ ჩვენთვის ამ სიტყვის მნიშვნელობაა…

საბჭოთა კავშირში, ხელისუფლება ადამიანის ცნობიერებაზე გაბატონებას ცდილობდა. გამოსდიოდათ კიდეც და ამისი ბევრი მაგალითი არსებობს. სულ რომ არცერთი დავასახელოთ, მთავარი – შედეგი უკვე სახეზეა. “დამორჩიელბულ” ადამიანებს თავიანთ ჭკუაზე მართავდნენ და უნერგავდნენ იდეოლოგიას, რომლის თანახმადაც ლენინი მუდამ ცოცხალი იყო, ხოლო სექსი არ არსებობდა.

ასეთ ვითარებაში, არსებობდა ერთი უჩვეულო სიტყვა – “ჩაცმის გიჟი”. სიტყვა, რომლის უკანაც ბევრი ახალგაზრდა იმალებოდა და სტატუსი, რომელსაც დიდი ძალისხმევით ატარებდნენ. ადამიანებს, რომლებსაც “ჩაცმის გიჟები” ერქვათ, გარიყულებიც იყვნენ და იმავდროულად საზოგადოებაში მიღებულნიც. ქვეყანაში, სადაც სტაბილურობა და ერთნაირობა სუფევდა, გამოარჩევდით ჭრელ ტანისსამოში გამოწყობილ, მყვირალა ჰალსტუხებით დამშვენებულ, გამაოგნებული აქსესუარებით შემკულ გოგო–ბიჭებს, რომლებიც კონტრაბანდულ მუსიკას უსმენდნენ და გამუდმებით ეწეოდნენ სიგარეტს.

50–იანი წლების ახალგაზრდებმა, პრაქტიკულად შექმნეს ცხოვრების ახალის სტილი. ახასიათებდათ განსხვვებული გემოვნება წიგნებსა თუ მუსიკაში. განსხვავებული ქცევა კი, ბუნებრივია აღიზიანებდა საბჭოთა მოქალაქის მონოქრომულ მზერას. “ჩაცმის გიჟების” სლენგი ძირს უთხრიდა რევოლუციურ შემართებას და ჰეროიზმს. ხელისუფლება კი როგორც ყველაფერ “ინდივიდუალურს” მათაც უპირისპირდებოდა. ერთმევდნენ ნივთებს, სჭრიდნენ თმას, აჯარიმებდნენ და არ უშვენდნე კონცერტებსა თუ წვეულეებზე.

წაიკითხეთ ბოლომდე ნახე ჩემ ახალ ბლოგზე : )