Tags

, , ,

მახსოვს პატარა რომ ვიყავი , ზაფხულის არდადეგებზე დასვენების მაგივრად – წიგნებს ვკითხულობდი დღე და ღამე, ღამე და დღე… მიმაჩნდა, რომ ასე უნდა “დამესვენა”, მაგრამ გავიზარდე. წიგნიც მივივიწყე და დასვენებაზეც სხვა ასოციაციები წარმომეშვა.

რამდენიმე ხანია ჩემ თავს “გაზრდას” ვატყობ. მესმის რომ მართლა გავიზარდე და 15 წლის ვარ, მაგრამ ესე უცებ და ამდენი რაღაცა ჩემს თავში? მიკვირს, თანაც ძალიან… ყველაფერი ერთად მირტყავს , მიკაკუნებს და ცხოვრების შეცვლისკენ მიბიძგებს. ყველანაირი სურვილი გამიქრა ძველი “გასართობი საშუალებების” მიმართ.  სასწაულად შემიყვარდა ჭკვიანი და ზოგადად მოაზროვნე ადამიანები (არვიცი შეიძლება ეს იმის ბრალია რომ გარშემომყოფებში მათ დეფიციტს განვიცდი) ვისწავლე ოჯახისა და იმ თითზე ჩამოსათვლელი მეგობრების დამტკიცება ვინც მყავს, მომავალზე უფრო და უფორ მეტს ვფიქრობ, გამიჩნდა “სასარგებლო” ინტერესები, შემიყვარდა ფიქრი და საერთოდ მომინდა “შემეცნო საკუთარი თავი” რადგან  წინა პოსტშიც ვახსენე, საკუთარი თავის შეცნობა სამყაროს შეცნობას ნიშნავს–მეთქი.

ეს მცირე შესავალი იქით იყოს და დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში ვიყავი. თანაც პირველად. ალბათ ინტერესისა და მოტივაციის მოზღვავებული რაოდენობა უნდა გქონდეს ამ სიცხე პაპანაქებაში იმ აღმართზე რომ ახვიდე… მაგრამ მოხდა ! არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას რამდენი დრო დამეხარჯა დარეგისტრირებასა, ანკეტების შევსებასა და კატალოგების არჩევაში. მაგრამ ცნობისმოყვარეობა მაინც დავიკმაყოფილე და როგორც იქნა მაღალჭერიანი დარბაზის კარები შევაღე. ჯერ უჩვეულო სიწყნარემ მიმიზიდა, ისეთი სიჩუმე იყო თავი დამნაშავედ ვიგრძენი რომ შემოსვლისას ჩემი ფეხის ხმა გაისმა და ვიფიქრე ვინმე ხომ არ დააფრთხო–მეთქი. უზარმაზარი სამკითხველო ადგილი იყო,  მყუდრო სავარძლები და მაღალი ფანჯრები გარედან მწვანე ფოთლებით  დაფარული. ოთახში გრილოდა, მერე იქ მომუშავე ქალთან მივედი და ჩემი წიგნები (ზოგად ფსიქოლოგიასა და ადამიანის პიროვნულ სამყაროზე) ორივე ხელით მივიხუტე. გავეშურე კუთხეში და კიტხვა დავიწყე. ძალიან სასიამოვნო პროცესია, როცა ასეთ გარემოში კითხულობ.

ერთ მხრივ მიკვირდა კიდეც, ეს მე ვარ მართლა თუ მეჩვენება–მეთქი? მერე ნელ ნელა შევეგუე იმ აზრს რომ ეს მე ვარ, ბიბლიოთეკაში მოვედი და წიგნს ვკითხულობ! რათა…. აღარ ვიტყვი. ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს, სუ სუ თავიდან რომ დავიწყო უბრალოდ მინა ნაკითხი ვიყო და მორჩა. იმ დარბაზში შესულს არ არსებობს კითხვა არ მოგინდეს, ეს უბრალოდ მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ მისულა, ან მივიდა და დაივიწყა ან დიდი ხანია უნდა მივიდეს და უბრალოდ თავს ვერ აბავს. მიდით საჯარო ბიბლიოთეკაში და  წაიკითხეთ !!!!!!


პს – ბიბლიოთეკა “ჩვენს” ფანტაზიებში