• Contact

Summer of Love

~ Just another WordPress.com site

Summer of Love

Tag Archives: ვასილე ერნუ

"პროგრესული ახალგაზრდები" სსრკ ში

05 Tuesday Apr 2011

Posted by მარიტა მაზანიშვილი in ♥ ადამიანები, ♥ ზოგადი, ♥ ლიტერატურა

≈ 2 Comments

Tags

5–იანი წლები, ახალგაზრდები, ახალის ტილი, განსხვავებული აზრი, დაბადებული საბჭოთა კავშირში, ვასილე ერნუ, მეამბოხეები, მწარე წარსული, პროგრესული ახალგაზრდები, რევოლუციური შემართება, სსრკ, სტალინი, ჩაცმის გიჟი, ჰეროიზმი, стиляга, soviet union

Inspired By ვასილ ერნუ.( “დაბადებული საბჭოთა კავშირში” )

სიტყვა стиляга–ს ზუსტი ქართული შესატყვისი არ არსებობს, მაგრამ წიგნის “დაბადებული საბჭოთა კავშირში” მთარგმნელებმა მას “ჩაცმის გიჟი” უწოდეს. დაე, ერქვას “ჩაცმის გიჟი”, მთავარი ხომ ჩვენთვის ამ სიტყვის მნიშვნელობაა…

საბჭოთა კავშირში, ხელისუფლება ადამიანის ცნობიერებაზე გაბატონებას ცდილობდა. გამოსდიოდათ კიდეც და ამისი ბევრი მაგალითი არსებობს. სულ რომ არცერთი დავასახელოთ, მთავარი – შედეგი უკვე სახეზეა. “დამორჩიელბულ” ადამიანებს თავიანთ ჭკუაზე მართავდნენ და უნერგავდნენ იდეოლოგიას, რომლის თანახმადაც ლენინი მუდამ ცოცხალი იყო, ხოლო სექსი არ არსებობდა.

ასეთ ვითარებაში, არსებობდა ერთი უჩვეულო სიტყვა – “ჩაცმის გიჟი”. სიტყვა, რომლის უკანაც ბევრი ახალგაზრდა იმალებოდა და სტატუსი, რომელსაც დიდი ძალისხმევით ატარებდნენ. ადამიანებს, რომლებსაც “ჩაცმის გიჟები” ერქვათ, გარიყულებიც იყვნენ და იმავდროულად საზოგადოებაში მიღებულნიც. ქვეყანაში, სადაც სტაბილურობა და ერთნაირობა სუფევდა, გამოარჩევდით ჭრელ ტანისსამოში გამოწყობილ, მყვირალა ჰალსტუხებით დამშვენებულ, გამაოგნებული აქსესუარებით შემკულ გოგო–ბიჭებს, რომლებიც კონტრაბანდულ მუსიკას უსმენდნენ და გამუდმებით ეწეოდნენ სიგარეტს.

50–იანი წლების ახალგაზრდებმა, პრაქტიკულად შექმნეს ცხოვრების ახალის სტილი. ახასიათებდათ განსხვვებული გემოვნება წიგნებსა თუ მუსიკაში. განსხვავებული ქცევა კი, ბუნებრივია აღიზიანებდა საბჭოთა მოქალაქის მონოქრომულ მზერას. “ჩაცმის გიჟების” სლენგი ძირს უთხრიდა რევოლუციურ შემართებას და ჰეროიზმს. ხელისუფლება კი როგორც ყველაფერ “ინდივიდუალურს” მათაც უპირისპირდებოდა. ერთმევდნენ ნივთებს, სჭრიდნენ თმას, აჯარიმებდნენ და არ უშვენდნე კონცერტებსა თუ წვეულეებზე.

წაიკითხეთ ბოლომდე ნახე ჩემ ახალ ბლოგზე : ) 

Advertisements

Categories

  • ♥ ადამიანები
  • ♥ ბლოგი
  • ♥ ზოგადი
  • ♥ ლიტერატურა
  • ♥ პირადი
  • ♥ ჩანაწერები
  • Uncategorized

Uncategorized ♥ ადამიანები ♥ ბლოგი ♥ ზოგადი ♥ ლიტერატურა ♥ პირადი ♥ ჩანაწერები

  • მარიტა მაზანიშვილი
Advertisements

Blog at WordPress.com.

Cancel