Take a risk

Tags

, , , ,

“Я верю, что в мире есть любовь, одна на двоих.

Не надо чудес и лишних слов, фокусы – это миф.”

 

1 აპრილი. 1 დღე. 1 ხუმრობა… 1 გაზაფუხლი, 1 წვიმა, 1 სითბო, 1 ემოციები.

 

პირველად იარა ფეხით ამდენი… პირველად მოწყვიტა ყვავილები… პირველად – დაჯერებული საკუთარ თავში. პირველად გაიარა გამართულმა. პირველად იგრძნო სიმშვიდე. პირველად არის მონდომებული იყოს პირველი ❤

 

Advertisements

Little things

Tags

, , , , ,

დიდი ხანია არაფერი დამიწერია, არადა რამდენი რამის მოყოლა შეიძლება თქვენთვის. მაგალითად დავწერდი რა მიყვარს ადამიანებში ყველაზე მეტად ან რატომ ხდება გაზაფხულზე ყველაფერი კარგი?

მართლაც, რაც გაზაფხული დაიწყო, როგორც წინასწარ ვვარაუდობდი ნელ–ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. სულიერად გაცილებით კარგად ვარ, გაცილებით მხიარულად, თავისუფლად და ბედნიერად.

შარშანდელი ეს დრო გამახსენდა, ბლოგს რომ ვაკეთებდი (ცოტა გვიან მაისში) და ვწერდი საკუთარი თავის შეცნობასა და სულიერ სიმშვიდეზე. მართალია ჯერ ერთი წელი არ გასულა მაგრამ სასიამოვნო ცვლილებები მაინც შეიმჩნევა. მაგალითად ის, რომ წიგნებზე დავიწყე წერა, აზრები რაც მქონდა ახლა უფრო მყარია და უკეთესადაც გამოვთქვავ : ) ისიც, რომ საყვარელი ადამიანები მეტად დავაფასე და სულ როცა ვუყურებ მათ მინდა ვაგრძნობინო როგორ მიყვარს თითოეული მათგანი  : )

წაიკითხე ბოლომდე …

"სასირცხვილო" წიგნები (გესტ–პოსტი)

Tags

, , , , , , , ,

სანამ ხალხი გატაცებით ყიდულობს 50 წიგნის ტომეულს, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, დარჩენილი ნაწილი მათი არქონის გამო არასასიამოვნო მდგომარეობაში ვარდება. ნუთუ მართლა სირცხვილია არ გვქონდეს წაკითხული წიგნი, რომელიც “აღიარებულია” და მის ნაცვლად იმას კითხულობდე, რომლის წაკითხვაც არ არის სავალდებულო “სანამ ცოცხალი” ხარ?

მოკლედ ამ თემის ირგვლივ, ერთმა საინტერესო და ჭკვიანმა ადამიანმა ჩემ ბლოგს გესტ–პოსტი უსახსოვრა, სადაც მის შეხედულებას გაეცნობით “სასირცხვილო” წიგნების შესახებ.

ორჰან ფამუქი 2006 წელს ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე წარმოთქმულ სიტყვაში, „მამაჩემის ჩემოდანი“ ამბობს: „მამას დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა, სადაც ათასობით წიგნი ინახებოდა. ზოგი სერიოზული, ზოგი გასართობი, იოლად საკითხავი, ზოგი კლასიკა, ზოგიერთი კი ისეთი, მსოფლიო რომ ვერასოდეს იტყვის უარს.“

ჩვენთან ბოლო კატეგორიის წიგნებს „სასირცხვილოს“ ეძახიან, აი, სახელწოდების გაგონების მერე რომ გეუბნებიან, „უი, არ წაგიკითხავს? სირცხვილია გოგო“ ცხვირს იბზუებენ და შენს ინტელექტუალურ დონეს იქვე განგისაზღვრავენ.

ჩვენთან ადამიანებს რამდენიმე ზედაპირული კითხვით აფასებენ, მაგალითად ასეთით „ბოლოს რა წიგნი წაიკითხე?“ პასუხად თუ ზაზა ბურჭულაძის „adibas” -ს მიიღებენ, ირონიული გამოხედვა არ დააყოვნებს. მერე რა, თუ მანამდე ბევრი რამ წაგიკითხავს როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურიდან. ამ კითხვის არსი საერთოდ არ მესმის, რა მნიშვნელობა აქვს, ბოლო რა იყო.
მე თუ მკითხავთ, სასირცხვილო საერთოდ არაფერია. მკითხველი ავტორიტეტების გავლენას ისედაც განიცდის, როდესაც ნაწარმოები მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული ხდება, შენც გიჩნდება ინტერესი მის მიმართ და ცდილობ გაიგო, რა არის მასში ისეთი, რამაც ათასობით ადამიანი აღაფრთოვანა.

წაიკითხე ბოლომდე

„ორნი აქა იქ“

Tags

, , , , , , , , , , , , , ,

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში „ორნი აქა იქ“ ნაჩვენებია სისხლიანი ეპიზოდი, რომელიც საქართველოს ისტორიაში 9 აპრილის სახელს უკავშირდება.

მოთხრობაშ კარგად ჩანს თუ როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის მხარეები. პოლიტიკური შეუთანხმლებლობას მივყავართ შეტაკებებამდე, რომელიც სისხლისღვითა და ძალადობით მთავრდება. მსხვერპლი კი უბრალო ხალხია, რომელიც სამართიანობსათვის იბრძვის და გმირებად გვევლინება.

ერთ–ერთი ასეთი გმირია, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც სხვა ქართველებთან ერთად რუსთაველზე იმყოფება და პროტესტის გამოთქმას სრულიად ადამიანური გზებით ცდილობს. ამას ადასტურებს რუსი ჯარისკაცის (სტასიკის) გაოცებაც, რომლის მოლოდინიც მათზე ქვებით თავდასხმის შესახებ არ გამართლდება, იგი ხედავს როგორ წყნარად მოითხოვენ ქართველები თავისას, თუმცა საბჭოთა კავშირის გავლენა მის შინაგან ბუნებაზეც აისახება და იგი იძულებულია ხელი აღმართოს სრულიად უდანაშაულო გოგონაზე, რომელიც უცოდველია და ამასთანავე გამოუცდელიც. „გოგონა იდგა მის წინ წყნარი, და შიშით კი არა, გაოცებული შესცქეროდა მხოლოდ“

სტასიკის არსება, მოკლებულია ადამიანურ თვისებებს. მან „სიამოვნებით, ნელა შემართა ხელი, ყვრიმალებდაბერილმა, კბილებში გამოსცრა: „ვოტ ტებე…“.  აქ ჩანს სტასიკის დაუნდობლობა და მრისხანება. იგი მთელი თავისი ძალით იქნევს ბარს და გოგონას სიცოცხლეს გამოამშვიდობებს.

წაიკითხე ბოლომდე ეს პოსტი.

ამერიკული ზღაპრები

Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

“ამერიკის უბედურება ის გახლავთ , რომ ყველა იქ ჩასულს ამერიკა თავისი აღმოჩენილი გონია” (ნოდარ დუმბაძე)

დღეს ადამიანებს ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ საუბარი, ყოველ შემთხვევაში ცდილობენ მაინც, რადგან ქართველების ცნობიერება ჯერ არ განთავისუფლებულა საბჭოთა კავშირის ზეწოლისგან. ჩვენ ვიცით რომ ტაბუ დადებულ თემებთან შეხება აკრძალულია, მაგრამ როგორც ყოველთვის აკრძალვას არც ახლა მოაქვს შედეგი, და ადამიანები გაცხარებით საუბრობენ სექსზე, რათა “თავისუფლება” დაუმტკიცონ სხვებსა და საკუთარ თავს.

თავისუფლებაზე ფიქრისას, აუცილებლად გაგვახსენდება ამერიკა. შეიძლება ჯერ  პატრიოტული გრძნობები ამოტივტივდეს სიღრმიდან. გაგვახსენდეს : ქართველების ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეროვნული ჰიმნი, წარწერა “თავისუფლება ცოტნეს”, მაგრამ დემოკრატიისა და თანასწორობის მოგონებაზე გვერდს ვერ ავუვლით სიტყვას, რომელიც ასე მრავალმხრივ ისმის ჩვენ გარშემო და ეს სიტყვა ალბათ მიხვდით, რომ ამერიკაა.

ამერიკის შეერთებული შტატები, არის ის რაც ასე იზიდავთ ადამიანებს და განადგურებული ქვეყნიდან ცხრა მთას იქით არსებული სამოთხის შესახებ უქმნის ილუზიებს. ადამიანებმა კი ვინც საკუთარი თვალით იხილეს ამერიკა, კარგად იციან რომ იდეალური ქვეყანა არც ამერიკაა და მიუხედავად იმისა რომ საქართველოზე მეტადაა მიახლოებული “იდეალთან”, მაინც საჭიროა მისი არსი სტერეოტიპებისგან შორს მოვაქციოთ და დავივიწყოთ ფრაზა, რომ “ამერიკაში ყველა ადამიანი მდიდარი და ბედნიერია”.

წაიკითხე ბოლომდე 

დაბნეულად გამოზაფხულდა

Tags

, , , , ,

როცა ლურჯმა ცამ წვრილი თვალები გაახილა, ნამძნარევი ღიმილით დაგვიწყო ყურება. მიხვდა, რომ მობეზრდა ერთფეროვნება, ბურუსში ყოფნა და სიცივით გაჟღენთილი ჰაერი.

გამოზაფხულდა… თეთრი ფარფატა ღრუბლები ჩვენს თავზე მოექცნენ და ცის კიდიდან გვახარეს იმედიანი სითბო. მე კი, თეთრ კაბაში გამოწყობილი პრინცესა, მთის წვერზე მოვკალათდი, ლამაზ სუნიანი ბაფთა მოვირგე და წერას შევუდექი. სახეზე ნაზი ნიავი მელამუნებოდა და უჩვეულოდ გავერთე გაზაფხულთან თამაშში. წამის მეასედებში, თვალწინ წარმომიდგა მერცხლების გუნდი და მწვანეში ჩაძირული ლამაზი ეზოები. სამყარო ამ დროს იმდენად ვრცელია, რომ ვერ იტევს სიტყვებს. იმდენად ახალი, რომ ვერ ასწრებს ჩამოყალიბებას. დაბნეულია…

წაიკითხე ბოლომდე

"იგი" – პრეისტორიული მოთხრობა

Tags

, , , , , , , , , , , , , ,

ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაში „იგი“ აღწერილია პრეისტორიული ხანის ადამიანების არსებობა და მათგან ერთერთის ცხოვრების გზა პიროვნებად ჩამოყალიბებამდე და მის შემდეგ.

ნაწარმოების დასაწყისში ვეცნობით ტომის ირგვლივ არსებულ მოვლენებს, საიდანაც ჩნდება „იგის“, როგორც მას ავტორი უწოდებს, უჩვეულო დამოკიდებულება სამყაროსადმი. ძველი ბელადის „დაძინების ქარაფზე“ ასვლისა და კვალის დატოვების შემდეგ, იგის უჩნდება კითხვები, მის „სხვეულში გაკვირვება აწრიალდება“ და ცდილობს ამოხსნას საიდუმლო, რაც გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი ხდება.

„იგის“ თანამოძმეებისგან განასხვავებს წელში გამართული სიარული, რაც მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. იგი გრძნობს მოახლოებულ ხიფათს, რომელიც გამოირჩეულობამ შეიძლება მოუტანოს და სიტყვებით გადმოსცემს სათქმელს „იგი ისეთი უნდა აგხდეს როგორიც არიან სხვები“. იგი ცდილობს დაემსგავსოს თანამოძმეებს, და გაუძლოს ფიიზკურ ტკივილს რომელიც უფრო ასატანია ვიდრე სიმარტოვით გამოწვეული მწუხარება.

პირველყოფილების „საზოგადოებაში“ მიუღებელია სამყაროს სხვაგვარი აღქმა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის არსებობა.იგის სხვებისგან განმასხვავებელ ფიზიკურ ნიშანს ემატება სულიერი მხარეებიც, რომლების დამალვაც შეუძლებელია. ის ბუნებას ახლებურად ხედავს, რასაც მასთან თამაში და სიტყვების უჩვეულო დალაგება ადასტურებს.

წაიკითხე ბოლომდე

Before I Die

Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ყველა ადამიანს თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე. ზოგს არ აქვს საკმარისი ძალა, რომ სახურავიდან გადმოხტეს, ზოგს კი ვინც თავს იკლავს ბოლო მომენტში, მაინც ენატრება სიცოცხლე და იმ საჩუქრის დაბრუნებას ითხოვს რომლის დასრულებაც ცოტა ხნის წინ საკუთარი ნებით ისურვა. ეს საჩუქარი სიცოცხლეა და ჩვენ ადამიანები ვცდილობთ, რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ და მივიღოთ ის რაც გვინდა. ადამიანების მიზანი განსხვავებულია, დაახლოებით იმდენი რამდენი ადამიანიც არსებობს ზოგადად. კითხვაზე თუ “რისთვის ცოცხლობს ადამიანი” ყველა იმ გადმოსახედიდან პასუხობს სადაც იმყოფება. ზოგისთვის მთავარი მიზანი ფულია, ზოგისთვის კარიერა, ზოგს უნდა რომ იყოს ბედნიერი, ზოგს კი უნდა უბრალოდ “იცხოვროს” და ისე მოკვდეს.

ჩვენ, ადამიანებს ხშირად გვავიწყდება ჩვენი მთავარი მიზანი და ამიტომაცაა, რომ ყოველდღიური ცხოვრების ფონზე წვრილმან პრობლემებზე უფრო ბევრს ვფიქრობთ, ვიდრე იმაზე რაზეც სინამდვილეში უნდა ვფიქრობდეთ. ეს ცხოვრებაა ასეთი. მაგრამ ზოგჯერ სხვადასხვა გარემოებების გამო მაინც ვფიქრდებით ხოლმე და ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე რთულად ვპასუხობთ, რადგან ცხოვრებას ჩვენითვე ვირთულებთ.

წაიკითხე ბოლომდე


რა დაგვიტოვა წარსულმა?

Tags

, , , , , , ,

უკვე ღამეა და მეც წერისათვის განვეწყვე. ჩემი გულწრფელი, ემოციური და გახსნილი ნაწერების უმრავლესობა სწორედ ღამეა შექმნილი. ეტყობა ღამე როგორც ზოგადად ხდება, ჩემი ქვეცნობიერიც აქტიურდება და მეც უფრო “ღია” ვხდები. უფრო კარგად ვაზროვნებ და ლამაზად ვფიქრობ. მოკლედ მომწონს ღამე და ყველაფერი რაც მას მოყვება…

დღევანდელი ღამეც არაფრით გამოირჩევა სხვებისგან. არ მიყვარს ერთფეროვნება და ყოველთვის ვცდილობ ჩემს ცხოვრებაში მრავალფეროვნება შემოვიტანო, მაგრამ რეალობა მაინც სხვანაირია და მეც სხვა გზა აღარ მრჩება, უნდა ვაღიარო. მოკლედ 6 მარტის, ჩვეულებრივ საღამოსაც ერთ–ერთ არაჩვეულებრივ თემაზე დავფიქრდი. ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ დღეს მიტევების კვირის ბოლო დღე ყოფილა და ბევრი ადამიანისგან მოვისმინე სიტყვები “მომიტევეთ რაც მიწყენინებია”, საინტერესოა რამდენი ადამიანი იყო მათგან გულწრფელი და რამდენი აღიარებდა თამამად რომ დამნაშავეა ! მაგრამ ეს სხვა თემაა… ჩემ თავზე ფიქრმა გამიტაცა და ერთ წამში გადავავლე თვალი ყველა დაშვებულ შეცდომას.

ვფიქრობ იმაზე თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ახლა, ამდენი შეცდომა რომ არ დამეშვა? როგორ ვიგრძნობდი თავს და საერთოდ ვინ ვიქნებოდი?ძნელია ამის მიხვედრა, რადგან თითოეული გადადგმული ნაბიჯისგან იქმნება ჩვენი ბედი და ძნელია გაიგო რა იქნებოდა, რომ არა ეს და რომ არა ის. ყველაფერს მოვუძებნე ახსნა, მაგრამ ერთ რამეზე მაინც სინანული შემომეპარა : “ნეტავ შეცდომები რომ არ დამეშვა ბედნიერი თუ ვიქნებოდი?” პასუხად რათქმაუნდა კი–ს ვიღებ, მაგრამ მალევე ვრწმუნდები რომ ეს არარეალურია, მე კი ყველაფერ რეალურს მოვითხოვ ამჯერად.

წაიკითხე ბოლომდე 

ფოტო, ადამიანები და ალფრედ აიზენშტატი

Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ჩემ ბლოგზე შემოსვლისთანავე მიხვდებით რომ ფოტოგრაფია ძალიან მიყვარს. მართალია უკანასკნელად ციფრული ფოტოაპარატი 2 წლის წინ მქონდა და ჩემი სურვილიც პროფესიონალის ყიდვის შესახებ სურვილად დარჩა, მე მაინც ვრჩები ლამაზი ფოტოების ერთგული. მომწონს როცა ემოციებს სურათებით გამოვხატავ, და სიტყვები ამ დროს ზედმეტია.

ჩემს კომპიუტერში ძალიან ბევრი ფოტო ინახება, ზოგი დალაგებული ფოლდერების მიხედვით ზოგი კი არეული ადგილმდებარეობით, მაგრამ მთავარი მათი რაოდენობა კი არა არსებობაა. თითოეულ სურათზე რაღაც მახსენდება, თითოეულ სურათს რაღაცის განწყობა მოაქვს, და როცა ჩანაწერს ვაკეთებ ამ დიდი გალერეებიდან ერთს ან მეტს მაინც ვირჩევ ხოლმე, რომ უკეთ ვწერო, სხვანაირად არ შემიძლია.

როცა თავისუფალი დრო მაქვს , შევდივარ ჩემს საყვარელ საიტებზე (Tumblr, WeHeartIt)  და ვათვალიერებ სურათებს, ყველანაირი ჟანრის, მერე კი ვიწერ რომელიც მომწონს… დღესაც ასე ვნახე ერთი ძალიან შთამბეჭდავი სურათი, რომელმაც გადამაწყვეტინა პოსტი მიმეძღვნა მისი ავტორისთვის. მართალია ჩემზეც საკმაოდ ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ალბათ ფოტოგრაფი ალფრედ აიზენშტატი უფრო გაინტერესებთ.

ალფრედ აიზენშტატი, რომელიც “ფოტოჟურნალიზმის მამადაა” წოდებული, მეცხრამეტე–მეოცე საუკუნის გერმანელი ფოტოგრაფია. იგი ცნობილია როგორც მეორე მსოფლიო ომისა და  Victory Over Japan Day ცნობილი კადრების ავტორი. სწორედ იმ დროს როცა მოხდა იაპონიის კაპიტულაცია და დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, ალფრედი Times Square-ზე იმყოფებოდა და იღებდა კამერით, რომელმაც ყველასათვის ცნობილი ფოტო შემოგვინახა.

“კოცნა თაიმს სქვერზე”

მან სურათების გადაღება დაიწყო 14 წლიდან. ეძებდა საინტერესო პიროვნებებს, მრავლისმთქმელ ნივთებსა თუ ერთი შეხედვით უბრალო დეტალებს. Continue reading