Tags

, , , , , , , , , , ,

პირადი პოსტების წერას არ ვარ მიჩვეული. უმეტესად ლიტერატურასა და ზოგად თემებზე ვწერ, მაგრამ აქა–იქ ჩემ ნააზრევებსაც გავურევ ხოლმე. ალბათ ადამიანებს, ვინც ჩემ ბლოგს კითხულობენ გარკვეული წარმოდგენა ექნებათ ჩემზე. ვეცდები გამოვიცნო… გგონივართ მეტნაკლებად ჭკვიანი, წერაზე შეყვარებული, თბილი, გაწონასწორებული და ა.შ  ხოლო ვინც უფრო ახლოდან მიცნობთ გეცოდინებათ რომ ძალიან ბევრნაირი ვარ. როგორ ბევრნაირი? როგორ და ესე.

შემიძლია ვიყო ისეთი სერიოზული და თავდაჭერილი, რომ ვერავინ გაბედოს ახლოს მოსვლა. ასეთ დროს ვაკრიტიკებ ხშირად, ვლაპარკოაბ ცოტას, ვარ ძალიან მომთხოვნი და კატეგორიული. უაღრესად მკაცრი, ნამდვილი “თხის რქა”. ასეთი პერიოდები ზამთარში მაქვს ხოლმე… შემოქმედებითად არ ვიწვი, და ვცდილობ ჩემი თავი სხვა რაღაცეებში დავხარჯო.

არსებობს მეორენაირი “მარიტაც”, რომელიც უფრო მეგობრულია ვიდრე პირველი. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე დაკვირვება. სიამოვნებით იძლევა რჩევებს, ბევრს იღიმის, აწუხებს ათასნაირი იდეები. მოსწონს მრავალფეროვნება, ყველაფერს დადებითად ეკიდება. ეძებს საკუთარ თავსა და ბედნიერებას.

მე პირადად მეორე უფრო მომწონს. მაგრამ რადგან ორივე მე ვარ, მაინც იდეალური ვარიანტი მათი სინთეზია. მარიტა, რომელმაც იცის მხიარულებისა და სერიოზულობის ფასი. სწავლობს საკმარისად და აქტიური ცხოვრების ფონზე ყველაფერს ასწრებს. წერს, მოგზაურობს, უყვარს და მტკიცე ნებისყოფის წყალობით ადვილად ან ძნელად, მაგრამ მაინც აღწევს მიზანს.

ძნელია თქვა “როგორი ხარ სინამდვილეში”, რადგან ადამიანები ამას საკუთარ თავსაც ვერ ვუმხელთ ხშირად და სხვებს ხომ მითუმეტეს… ბოლო დროს, როცა ცხოვრებას უფრო მეტად ვაკვირდები და ვცდილობ ყველაფერში დავინახო “აზრი” ერთ რამეს მივხვდი. არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელსაც რამდენიმე თვისების ჩამოთვლით აღწერ. ყველა ადამაიანი თავისებურად საინტერესოა, ცალკე წიგნია და ისტორიაა. ყველა ადამიანში არის ერთგულებაცა და ღალატიც, სიამაყეცა და თავმდაბლობაც. მთავარია რომელს მივცემთ გამოვლენის საშუალებას.

წაიკითეთ ბოლომდევინ ვართ სინამდვილეში? 

Advertisements