Tags

, , , , ,

როცა ლურჯმა ცამ წვრილი თვალები გაახილა, ნამძნარევი ღიმილით დაგვიწყო ყურება. მიხვდა, რომ მობეზრდა ერთფეროვნება, ბურუსში ყოფნა და სიცივით გაჟღენთილი ჰაერი.

გამოზაფხულდა… თეთრი ფარფატა ღრუბლები ჩვენს თავზე მოექცნენ და ცის კიდიდან გვახარეს იმედიანი სითბო. მე კი, თეთრ კაბაში გამოწყობილი პრინცესა, მთის წვერზე მოვკალათდი, ლამაზ სუნიანი ბაფთა მოვირგე და წერას შევუდექი. სახეზე ნაზი ნიავი მელამუნებოდა და უჩვეულოდ გავერთე გაზაფხულთან თამაშში. წამის მეასედებში, თვალწინ წარმომიდგა მერცხლების გუნდი და მწვანეში ჩაძირული ლამაზი ეზოები. სამყარო ამ დროს იმდენად ვრცელია, რომ ვერ იტევს სიტყვებს. იმდენად ახალი, რომ ვერ ასწრებს ჩამოყალიბებას. დაბნეულია…

წაიკითხე ბოლომდე

Advertisements