Tags

, , , , , , ,

უკვე ღამეა და მეც წერისათვის განვეწყვე. ჩემი გულწრფელი, ემოციური და გახსნილი ნაწერების უმრავლესობა სწორედ ღამეა შექმნილი. ეტყობა ღამე როგორც ზოგადად ხდება, ჩემი ქვეცნობიერიც აქტიურდება და მეც უფრო “ღია” ვხდები. უფრო კარგად ვაზროვნებ და ლამაზად ვფიქრობ. მოკლედ მომწონს ღამე და ყველაფერი რაც მას მოყვება…

დღევანდელი ღამეც არაფრით გამოირჩევა სხვებისგან. არ მიყვარს ერთფეროვნება და ყოველთვის ვცდილობ ჩემს ცხოვრებაში მრავალფეროვნება შემოვიტანო, მაგრამ რეალობა მაინც სხვანაირია და მეც სხვა გზა აღარ მრჩება, უნდა ვაღიარო. მოკლედ 6 მარტის, ჩვეულებრივ საღამოსაც ერთ–ერთ არაჩვეულებრივ თემაზე დავფიქრდი. ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ დღეს მიტევების კვირის ბოლო დღე ყოფილა და ბევრი ადამიანისგან მოვისმინე სიტყვები “მომიტევეთ რაც მიწყენინებია”, საინტერესოა რამდენი ადამიანი იყო მათგან გულწრფელი და რამდენი აღიარებდა თამამად რომ დამნაშავეა ! მაგრამ ეს სხვა თემაა… ჩემ თავზე ფიქრმა გამიტაცა და ერთ წამში გადავავლე თვალი ყველა დაშვებულ შეცდომას.

ვფიქრობ იმაზე თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ახლა, ამდენი შეცდომა რომ არ დამეშვა? როგორ ვიგრძნობდი თავს და საერთოდ ვინ ვიქნებოდი?ძნელია ამის მიხვედრა, რადგან თითოეული გადადგმული ნაბიჯისგან იქმნება ჩვენი ბედი და ძნელია გაიგო რა იქნებოდა, რომ არა ეს და რომ არა ის. ყველაფერს მოვუძებნე ახსნა, მაგრამ ერთ რამეზე მაინც სინანული შემომეპარა : “ნეტავ შეცდომები რომ არ დამეშვა ბედნიერი თუ ვიქნებოდი?” პასუხად რათქმაუნდა კი–ს ვიღებ, მაგრამ მალევე ვრწმუნდები რომ ეს არარეალურია, მე კი ყველაფერ რეალურს მოვითხოვ ამჯერად.

წაიკითხე ბოლომდე 

Advertisements