Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ჩემ ბლოგზე შემოსვლისთანავე მიხვდებით რომ ფოტოგრაფია ძალიან მიყვარს. მართალია უკანასკნელად ციფრული ფოტოაპარატი 2 წლის წინ მქონდა და ჩემი სურვილიც პროფესიონალის ყიდვის შესახებ სურვილად დარჩა, მე მაინც ვრჩები ლამაზი ფოტოების ერთგული. მომწონს როცა ემოციებს სურათებით გამოვხატავ, და სიტყვები ამ დროს ზედმეტია.

ჩემს კომპიუტერში ძალიან ბევრი ფოტო ინახება, ზოგი დალაგებული ფოლდერების მიხედვით ზოგი კი არეული ადგილმდებარეობით, მაგრამ მთავარი მათი რაოდენობა კი არა არსებობაა. თითოეულ სურათზე რაღაც მახსენდება, თითოეულ სურათს რაღაცის განწყობა მოაქვს, და როცა ჩანაწერს ვაკეთებ ამ დიდი გალერეებიდან ერთს ან მეტს მაინც ვირჩევ ხოლმე, რომ უკეთ ვწერო, სხვანაირად არ შემიძლია.

როცა თავისუფალი დრო მაქვს , შევდივარ ჩემს საყვარელ საიტებზე (Tumblr, WeHeartIt)  და ვათვალიერებ სურათებს, ყველანაირი ჟანრის, მერე კი ვიწერ რომელიც მომწონს… დღესაც ასე ვნახე ერთი ძალიან შთამბეჭდავი სურათი, რომელმაც გადამაწყვეტინა პოსტი მიმეძღვნა მისი ავტორისთვის. მართალია ჩემზეც საკმაოდ ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ალბათ ფოტოგრაფი ალფრედ აიზენშტატი უფრო გაინტერესებთ.

ალფრედ აიზენშტატი, რომელიც “ფოტოჟურნალიზმის მამადაა” წოდებული, მეცხრამეტე–მეოცე საუკუნის გერმანელი ფოტოგრაფია. იგი ცნობილია როგორც მეორე მსოფლიო ომისა და  Victory Over Japan Day ცნობილი კადრების ავტორი. სწორედ იმ დროს როცა მოხდა იაპონიის კაპიტულაცია და დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, ალფრედი Times Square-ზე იმყოფებოდა და იღებდა კამერით, რომელმაც ყველასათვის ცნობილი ფოტო შემოგვინახა.

“კოცნა თაიმს სქვერზე”

მან სურათების გადაღება დაიწყო 14 წლიდან. ეძებდა საინტერესო პიროვნებებს, მრავლისმთქმელ ნივთებსა თუ ერთი შეხედვით უბრალო დეტალებს. იგი გარდაიცვალა 1995 წელს. ჩვენთვის ცნობილია მისი ფოტოების დიდი რაოდენობა, მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს შემდეგმა სურათებმა :

ცნობილი ადამიანები

 

სოფი ლორენი

 

მერლინ მონრო

 

მარლენ დიტრიხი

 

აინშტაინი

 

უინსტონ ჩერჩილი

 

და  თვითონ ალფრედი : )

Advertisements