Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ჩემს ცხოვრებას ეტაპებად ვყოფ. ეს შეიძლება არც იყოს კარგი, მაგრამ ასეა. ყოველთვის როცა რამეს ვიხსენებ, თვალწინ წარმომიდგება ის პერიოდი. შეიძლება ძველ მოგონებას ძველებური განცდა მოყვეს ან ემოცია , მერე კი გამახსენდეს რომ ის ყველაფერი დამთავრდა. ჩემს ცხოვრებაში სხვა, ახალი ეტაპი დაიწყო, და ასე დაუსრულებლად…

მართლაც, ყველაფერი მთავრდება როდესმე და ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი. თუმცა არის რაღაც რაღაცეები, რომლებიც ჩვენტვის მუდმივი ცნებაა და წარმოდგენაც გვიჭირს რომ დამთავრდება. მაგალითად მეგობრობა, ჩვენი დამოკიდებულება რამისდამი, და იშვიათ შემთხვევებში სიყვარული. ცხოვრება კი გვასწავლის რომ ყველაფერი იცვლება და საჭიროა იმ მომენტით დავტკბეთ სადაც ახლა ვართ, და მაქსიმალურად გამოვსტყუოთ ამ მომენტს “ბედნიერება”.

მოკლედ, შეიძლება რაღაც დამთავრდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ “ყველაფერ ცუდს მოყვება კარგი და პირიქით”, ანუ ყველაფრის დასასრულს მოყვება დასაწყისი და ჩვენ კიდევ ერთი შანსი გვეძლევა ცხოვრების ამ ეტაპზე აღარ გავიმეოროთ ძველი შეცდომები, გავილამაზოთ ცხოვრება და ა.შ

ასე დაიწყო ახალი ეტაპი დღეს. 1 მარტს, როცა გაზაფხული მოვიდა. მართალია ამინდი არც ისე კარგია, მაგრამ ცნება გაზაფხული უკვე შემოიჭრა ჩემს ცნობიერებაში. მეც ახალი ფურცელი გადავშალე ჩემი ცხოვრების და დიდი იმედებით შევუდექი მიზნების მიღწევასა და სურვილების შესრულებას. ამ ეტაპზე რამე განსხვავებული პრინციპით არ ვაპირებ ვიცხოვრო, უბრალოდ ვეცდები ვიყო უფრო თბილი, ვისწავლო უფრო მეტი და მაქსიმუმი მივიღო ცხოვრებისგან (რაც ცოტა არ იყოს ძნელია), მაგრამ მე მაინც ვაპირებ 🙂

წაიკითხე ბოლომდე


Advertisements