Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ჯორჯ ორუელის 1945 წელს გამოცემული “ცხოველების ფერმა” ერთი შეხედვით მარტივი სიუჟეტის დახმარებით გვაცნობს იმდოინდელი სახელმწიფოების პოლიტიურ ზრახვებსა და მიმართულია ზოგადად ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირში ეს რომანი აკრძალული იყო, რადგან ბოლშევიკებმა საკუთარი თავი და “უწყინარი” სისტემა ამოიცნეს, მაგრამ მწერლის სატირას ვერავინ გაექცა და მცირეგვერდიანი რომანის სახით მაინც მოაღწია ჩვენამდე.

ნაწარმოებში ადამიანების სხვადასხვა ტიპებს განასახიერებენ ცხოველები. მათი მეთაური ღორი (მთავარი გმირი ნაპოლეონი – სტალინის სახეა) ხოლო მისი დამხმარე სქვილერი,”მარჯვენა ხელი” –  მოლოტოვი. “მანორის ფერმაში” ცხოველები აჯანყდებიან და დიდი ბრძოლის შედეგად მიაღწევენ მიზანს, მთლიანად მათ საკუთრებაში გადმოვა ფერმა რომელსაც უკვე “ცხოველების ფერმა” უწოდებენ. საღად მოაზროვნე ღორები შეიმუშავებენ მმართველობის გეგმას და რეჟიმი მალე დაამყარებს “წესრიგს”. ჩვენთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკური საშუალებები, კიდევ ერთხელ გვახსენებენ თავს.  წინამძღოლს მოიხსენიებენ როგორც “ამხანაგ ნაპოლეონს”, ცხოველებში მკვიდრდება აზრი, რომ “ნაპოლეონი ყოველთვის მართალია”, ხელშეუხებელი ტირანი კი ცდილობს გადამალოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ამბები და კარგად იცის თუ რა შედეგი შეიძება გამოიწვიოს შიმშლის გახმაურებამ, ამიტომაც ცდილობს მიჩქმალოს ყველაფერი. აქვე მოცემულია ცხოველების ცნებები, რომლებიც მოგვიანებით დაირღვევა, თუმცა ცხოველები რომლებიც “მსხვერპლის” როლს განასახიერებენ უძლურნი არიან ყოველგვარი კანონდარღვევის წინაშე.

წაიკითხე ბოლომდე

Advertisements