Tags

, , , , , , , ,

ყველა კარგი წიგნი ჩვენში რაღაცას  ტოვებს. ეს არის წიგნის მთავარი ღირებულება, მთავარი თვისება რის გამოც უყვართ და ემეგობრებიან. წიგნი გვასწავლის ცხოვრებას, და ჩვენც, უბრალო ადამიანების მაგალითზე ვცდილობთ გავიგოთ მეტი, მივბაძოთ გმირებს, არ გავიმეოროთ ცოდვილთა შეცდომები და უბრალოდ ვისწავლოთ ცხოვრება, სადაც არის სიხარული,სევდა, ტკივილი, განშორება, მეგობრობა და სიყვარული.

ჩემს წინ ახლა ერთი მოძველებული წიგნი დევს, ალბათ ჩემამდე მინიმუმ შვიდ ადამიანს ექნება წაკითხული და აქედან სულ მცირე ერთი თუ იტირებდა ჩემნაირად, როცა უკანასკნელ ფურცლებს მიადგებოდა. ერიხ მარია რემარკის “სამი მეგობარი” ნამდვილი ემოციების მთელი ჯაჭვია, რომელიც უნდა განიცადო. ნამდვილი მაგალითია  ცხოვრებისა. ზოგჯერ ძალიან მწარე, ნაღვლიანი და დამაფიქრებელი. თავიდან ვერც კი მივხვდი რასთან მქონია საქმე, და სწორედ მარტივმა სიუჟეტმა ჩამახედა ძალიან ღრმად ადამიანების ფიქრებში. მე ვიყავი თითოეული ადამიანი ვინც ამ დროს თამაშობდა და მის როლს განვასახიერებდი, მათთან ერთან ვგრძნობდი და ვკვდებოდი. გავიგე როგორ შეიძლება ცხოვრობდე ტაქსისტი და მეძავი. ჩავიხედე სიღარიბეში, გავიცანი ძნელი ყოფა, თავის ჩამოხრჩობა, სიმთვრალე და ბედნიერების შეგრძნებები.

წაიკითხე ბოლომდე

Advertisements