Tags

, , , , , , , ,

ესეთი ამინდი მინდა, როცა გარეთ გაზაფხულია, წვიმს და გრილი წვეთები სწრაფად ეცემა მიწაზე. ერთი შეხედვით წვიმა სიცივის მომასწავებელია, მაგრამ მაშინც როცა გაზაფხულია გარეთ  გარძნობლად თბილა. მიყვარს როცა სახლში ვზივარ ზამთრის სუსხიან ამინდებში, გაზაფხულზე კი დროს გარეთ ვატარებ, ამ დროს ყველაფერი ახლიდან იწყებს სიცოცხლეს და მე კი ჩემს ცხოვრებას უფრო ლამაზს ვხედავ. მომწონს როცა ვივსები ახალი ენერგიით, მეღიმება უაზროდ და უბრალოდ მიხარია რომ სახეზე მეცემა ფაფუკი წვიმის წვეთები…

ჩემს ბლოგზე დიდი ხანია მსგავსი არაფერი დამიწერია, თითქმის დამავიწყდა კიდეც გრძნობების ნაწერებით გადმოცემა. დამავიწყდა როგორ გადაედებოდა ხოლმე მკითხველს ჩემი განცდები ორი წინადადების წაკითხვის მერეც კი. ახლა კი ჩემი განცდები აღარსად იგრძნობა. ზამთარია და რაღაცნაირად ცივი, ჩაკეტილი და მიუსაფარი. მეც ჩამკეტა და ჩემი წარმოსახვაც, გამოსვლას კი ამაოდ ვცდილობ…

წაიკითხე ბოლომდე

Advertisements