Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , ,

არ იფიქროთ რომ ეს “წიგნების სია” რამე ახალია. მე დიდი ხანია მაქვს დაგლეჯილი ფურცელი რომელზეც დიდი ჩამონათვალი მიწერია და რომელიც ძალიან ხშირად ხდება რედაქტირების მსხვერპლი. უბრალოდ მომბეზრდა ამ ფურცლის გაფრთხილება და იმის გაფიქრება რომ “რომ დამეკარგოს მერე რა ვქნა, როდესმე ბლოგზე გადავიტან”…

ხოდა ყოველგვარი უბედურების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე ეს სია ბლოგზე გადმოვიტანო, რაიცი რა სარგებელს მომიტანს. იქნებ რამდენიმე ფუნქციაც დაავუმატო და თუნდაც ყოველი მესამე წაკითხული წიგნის შესახებ ცოტა რამ დავწერო ხოლმე, ვგონებ საინტერესო იქნება 🙂 მოკლედ სულ რომ არაფერი, მერე გადავხედავ და სიამოვნებას მაინც მივიღებ იმითი, რომ რაც ვთქვი გავაკეთე და რაც წავიკითხე გადავხაზე ლამაზად და არა ისე როგორც ჩემ დალოცვილ ფურცელზე ვხაზავ… 🙂

წაიკითხე ბოლომდე

Advertisements