Tags

, , , , , , , , , , , , , , , , ,

„ინტელექტუალური რომანი“, როგორც მას ავტორმა უწოდა მე–20 საუკუნის ევროპული რომანის ახალი ფორმაა. მისი დაწერის საბაბად თომას მანის ბიოგრაფიის ერთი ეპიზოდი იქცა. როდესაც მისი მეუღლე კატია მანი ავად გახდა, თომასი იძულებული გახდა მოენახულებინა შვეიცარიის მაღალმთიანი კურორტები და სანატორიუმში ცოტა ხანი დარჩენილიყო. როგორც ჩანს, დავოსის სანატორიუმში გატარებულმა სამმა კვირამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ავტორზე და შესანიშნავ რომანს დაუდო სათავე.

1915 წელს თომას მანი პირვლად იხსენიებს თავის ნაწარმოებს რომანად.  მას ოჯახური საზრუნავი ხელს უშლის მუშაობაში, თუმცა რომანის ძირითადი მიმართულება უვე მოხაზული აქვს. კერძოდ, იგი თავის ნაწარმოებს უწოდებს „პედაგოგიურ–პოლიტიკურ ჩანაფიქრზე აგებულ ამბავს” , სადაც ახალგაზრდა კაცი უმაცდურეს ძალას სიკვდილს შეეჯახება. ამ დროს, მას შემაძრწუნებლად წარმართავენ ჰუმანურობისა და რომანტიკის, პროგრესისა და რეაქციის, ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის წინააღმდეგობანი.

წაიკითხე ბოლომდე

Advertisements