Tags

, , , , , , , , , , ,

სიზმრები უცნაურად იწყება და მასზე გაცილებით უცნაურ სამყაროში აგრძელებს არსებობას. ცხოვრება რომელსაც მრავალფეროვანსა და საინტერესოს უწოდებენ, იმის ფონზე რასაც ღამე განვიცდით არაფერია. ჩვენ კი არც ვიცით რას წარმოადგენენ
ის კარგი ხარისხის სურათები რომლებიც ღრმა ძილში ჩვენს წარმოდგენებში იქმნება, თანმიმდევრობით ლაგდება და ფანტასტიკური ჟანრის ფილმივით მიდის, პოპკორნის ფონზე.მერე კი იმ დონეზე გვაფიქრებს, რომ მზად ვართ ავიღოთ სქელყდიანი წიგნები სიზმრის ახსნაზე და სარჩევში საკვანძო სიტყვებს მოვუძებნოთ ახსნა.

რატომ ხდება რომ ფსიქოლოგებიცა და ჩვენი სახით, უბრალო მოკვდავებიც ვერ ახერხებენ უტყუარი თეორიებით შეამკონ ეს ფენომენი. სიზმარი ხომ შორსაა ზოგადი ჭეშმარიტი ცნებისაგან და ყოველ ღამე სხვადასხვა ფორმას, წონას თუ ზომას იღებს.

ალბათ საჭიროა ცოტათი შევზღუდოთ ჩვენი ცნობისმოყვარეობა, საიდუმლო საიდუმლოდ დავტოვოთ და უბრალოდ დავტკბეთ მისი არსებობით, მერე რა რომ მათ არსებობაც კი ხანდახან ეჭვქვეშ დგება?!

წაიკითხე ბოლომდე

Advertisements