Tags

, , , , , , , , , , , , , ,

გამარჯობათ, თქვენ მე არც კი მიცნობთ, არ იცით ვინ ვარ, მაგრამ მაინც კითხულობთ წერილს, რადგან დღეს ფოსტის საშუალებით შეგატყობინეს რომ ვიღაც აზალგაზრდა გოგონას თქვენთან საუბარი სურდა 

არ შეგეშინდეთ, მე ერთი უბრალო მოკვდავი ვარ ისევე როგორც თქვენ, მაგრამ ჩვენ შორის ერთი განსხვავებაა – მე არვიცი როდის და რა გზით მოვშორდები ამ ქვეყანას, თქვენ კი ერთი კვირის წინ დაგისვეს დიაგნოზი და თვალებაცრემლიანებული ელოდებით როდის მოგაკითხავთ ხელში ნამგალმომარჯვებული არსება და სად წაგიყვანთ, ღმერთმა იცის 

თქვენი ახლობლები და ნათესავები ამბობენ რომ „ასეთი კარგი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან“, მეზობლები ახალ კაბას იკერავენ პანაშვიდისთვის, შვილები დღედაღამ ტირიან, საყვარელი მეუღლე კი საწოლთან ათენებს და ყველანაირი მცდელობის მიუხედავად რომ სიმტკიცე შეინარჩუნოს მაინც ჩამოუსრიალდება ხოლმე ცრემლი ლოყაზე და იატაკზე ჩუმათ ეცემა.

წაიკითხე ბოლომდე

Advertisements