Tags

, , , ,

ჩემთვის წერილები ყოველთვის რაღაც ძალიან ძვირფასთან ასოცირდება, რომელიც მხოლოდ იმიტომაა ძვირფასი რომ ღირებულებით არ ფასდება. პატარა ფურცელზე დაწერილი სიტყვები შეიძლება ძალიან მნიშვნელოვნად მოგვეჩვენოს, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ კიდევ უფრო საყვარელ ნივთად იქცევა წერილი, როცა ძველი ემოციებით დაიმუხტებით, გრძნობებს ახლიდან განიცდი და კარგა ხანს მიძინებული ფიქრებიც ამოგიტივტივდებათ თავში, რომლებმაც შეიძლება არც კი მოგასვენონ 🙂

ასეთ ფუნქციას ასრულებენ უბრალო ნაწერებით სავსე რვეულებიც და ყველაზე საყვარელი დღურები რომლებიც ყოველთვის არსებობდნენ ჩემს გარშემო, თუ არ ჩავთვლით სიზარმაცის პერიოდებს :)) მაგრამ წერილები მაინც სხვაა. ჩემს უჯრაში მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა, მაგრამ მაინც არსებობს “წერილი დღიურს” და “წერილი მას ვისაც შევუყვარდები” და შედარებით ახალი წერილები ჩემს ორ საყვარელ დაქალს , რომლების მდებარეობაც უკვე კომპიუტერშია :))

დღეს უკვე მაშინ როცა ბლოგის გახსენების სურვილმა შემომიტია საინტერესო იდეას გავეცანი , და გადავწყვიტე დამეწყო თამაში, ახალი წესებითა და დიდი სიამოვნებით. ზოგადად თამაში მოიცავს 30 დღეს , ჩემს შემთვევაში კი 10ს, რადგან დანარჩენი ოცი წერილის შემთხვევაში მომიწევს ძალიან პირადული და არასასიამოვნო წერილი დავწერო, როგორებიცაა მაგალითისთვის  “A Person i hate the most” ან   “Someone you’ve drifted away from” :)) ამიტომ გადავწყვიტე რომ ათი წერილი ბლოგზე გამოსაქვეყნებლად სრულიად საკმარისია ❤

Day 01 — A Deceased person you wish you could talk to
Day 02 — Your reflection in the mirror
Day 03 — Your best friends
Day 04 — Your Dreams
Day 05 — Someone you wish you could meet
Day 06 — A Stranger
Day 07 — Someone you wish you could meet
Day 08 — Your Parents
Day 09 —Your Future
Day 10 — Your love

Advertisements