Tags

, , , , , , , , , , ,

ჩემს თავს ხშირად ვესაუბრები და ახლაც როდესაც კლავიატურაზე უმოწყალოდ ვბეჭდავ, მაინც ვლაპარაკობ უხმოდ. ჩემი ტვინის უჯრედები როგორც ყოველთვის აქტიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მუშაობენ, წვალობენ, იტანჯებიან, შრომის ოფლში იღვებიან… მოკლედ დიდი შრომის ფასად უჯდებათ ჩემთვის ერთ კარგი აზრის მოწოდებაც კი. და თუ კარგმა აზრმა ჩემამდე ვერ მოაღწია და ეს რთული გზა ვერ გაიარა მეც ხშირად თვითგვემას , თვითკრიტიკას, თვითყველაფერს მივმართავ იმისტვის რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს, კრიტიკა ხომ კარგი რამეა, მითუმეტეს თვით თუ ერთვის წინ. აქვე ერთი პლიუსი აქვს ჩემს ქმედებას რომ ფიზიკური შეურაცხყოფისგან შორს ვარ და მთლად მაგ დონემდე არ დავსულვარ სულით, სხეულით ხომ მითუმეტეს…

ეს პატარა ნაწილაკები,რომლის შესახებაც უნდა მოგითხოთ, თავის ბიოლოგიურ სახელს მიმალავენ. მცირე ზომისა და წონის მიუხედავად თითქმის ყოველთვის ახერხებენ პასუხები გამცენ კითხვებზე “რა, რატომ, როდის, რისთვის”.

წაიკითხე ბოლომდე 

Advertisements