Tags

, , , , ,

1 წელი არც თუ ისე დიდი დროა, მაგრამ არც იმდენად პატარა რომ ცვლილებები არ მოხდეს შენს ცხოვრებაში. მითუმეტეს მაშინ როცა ყოველ თვე იცვლი გარემოს , აზრებიც გეცვლება ხშირად. მახსოვს შარშან 30 დეკემბერს ძალიან ოპტიმისტური განწყობით ვიყავი მიმართული, თითქოს ახალ ცხოვრებას ვიწყებდი და მეგონა ერთი წლის მერე იმხელა ვიქნებოდი რომ .. მოკლედ წარმოდგენაც მიჭირდა. წელს კი ღიმილით გადავხედავ ხოლმე წარულს და ვიგონებ, რამდენი რაღაც შეიცვალა… შემეცვალა გარეგნობა, ხასიათი. შევიცვალე სკოლა, სახლი. მაგრამ რაღაც განსაკუთრებული თვისებები და დეტალები მაინც შემომრჩა მეც და ჩემს ცხოვრებასაც…

მიჭირს წარმოვიდგინო როგორი ვიყავი შარშან. ალბათ უფრო გამხდარი, ღია ფერის თმებით, გრძელი ნაწნავით და სულელური ღიმილით. წელს კი იმდენი რაღაც გადავაფასე, ძველი მარიტა არც კი მახსოვს როგორია, მიჭირს აღვიდგინო ჩემი ძველი მე. სამაგიეროდ საყვარელი ადამიანები მყავს იგივე და ალბათ უცვლელი, ოჯახში და მის გარეთაც კი გაცილებით თბილი გავხდი, სამაგიეროდ თავდაჭერილიც უფრო.

გუშინ ვათვალიერებდი წინანდელ 30 დეკემბრის ნაწერს სადაც გასულ წელზე ვწერდი, და გამიხარდა რომ რაღაც დამთხვევა განმეორდა და წელსაც იგივე რიცხვით ვწერ ამ ყველაფერს.

„წელს ყველაფერი რაც ახალწელს ეხებოდა მოვალებისთვის შევასრულე, სულაც არ მაქვს საახალწლო განწყობა, იმედია ხვალ მაინც მექნება, ბოლოსდაბოლოს ერთი დღე დამრჩა ! – ეს პუნქტი წელსაც განმეორდა )

„დედაჩემს და მამაჩემს საახალწლო საჩუქრები ვუყიდე სუპერში, ძალიან ლამაზებია, იმედია მოეწონებათ“ – სამწუხაროდ ჯერ არაფერი მიყიდია, როგორც ჩანს წინა წელს უფრო ორგანიზებული ვიყავი 😀 შეცდომას ხვალ აუცი;ებლად გამოვასწორებ და რამეს ვუყიდი ❤

„გეგმებს რაც შეეხება ალბათ გოგოები ამოვლენ ჩემთან, მარტო ვიქნები, და ყველა პირობა გვექნება იმისთვის რომ ძალიან მაგრა გავერთოთ“ – წელსაც მგონი იგივე განმეორდება )

გარდა ამისა მქონია სურვილები რაც 2010 წელს მინდოდა მომხდარიყო, ზოგიერთის წაკითხვისას გამეცინა, ზოგიერთისას კი გამიკვირდა რატო მქონდა ე გეთი სურვილები თქო )

1. Be myself – ეს ყოველთვის ვიყავი და წელსაც არ დავარღვიე
2. read more of the classics – მთლად ბევრი არ წამიკიტხავს მაგრამ მაინც
3. Be polite – სანახევროდ შევასრულე
4. Blog 4 times a week no – არ შემისრულებია
5. become rich – არა )
6. make money – არა )
7. change my life – კი თან ძალიან
8. spend less time on my computer – არა )
9. Not repeat any of the mistakes of 2009 – შევასრულე
10. JUST WHANT TO DO SOMTHING WHICH I HAVE NEVER DONE – რამდენიც გინდა )
11. Smile more – არა პირიქით 
12. Make time for creativity – შევასრულე თან კარგათ !
14. Be a better friend – თამამად ვამბობ კის )
15. study hard – კი !
16. learn a new language – შევასრულე და ეს ენა ფრანგულია ❤წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის. იმდენი რაღაც ვისწავლე ჩამოთვლაც კი მიჭირს… იყო ჩხუბი, იყო ტირილი, იყო ძალიან დიდი ბედნიერება რომელიც არვიცი კიდევ იქნება თუ არა (იმედი მაქვს კი) , იყო ძალიან ბევრი სიცილი, იყო ბევრი საწერი მასალაც. იყო იყო საშინელი პერიოდები, იყო დიდი და პატარა სიხარული, იყვნენ ადამიანები რომლებიც აღარ არიან, და იყო ის რაც იყო ❤

მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება როგორცხ ცხოვრებისეული, ისევე სწავლა და განათლების მხრივ, იმედი მაქვს ასეთივე სავსე, მრავალფეროვანი, სასარგებლო და სასიამოვნო წელი იქნება 2011იც.

2011 წელს კი ძალიან ბევრი გეგმები მაქვს, წელსაც (ისევე როგორც შარშან) ვაპირებ მოკლედ ჩამოვწერო ე.წ resolutions და 365 დღეში გადავხედო მათ ) წლევანდელ გეგმებში შედის : ფრანგულის კარგად შესწავლა, მეათე კლასის და მეთერთმეტეს დასაწყისის წარმატებით გავლა, ოჯახის წევრებისდამი და საერთოდ საყვარელი ადამიანებისადმი მეტი სიყვარული გამოხატვა, გამოცვლილი შეცდომების აღარ დაშვება, ბევრი წიგნების წაკითხვა, წერის გაგრძელება, რაიმე წარმატების მიღწევა, პირადი ცხოვრების გაუმჯობესება, უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბება და დროის ბედნიერად და წლევანდელზე უკეთესად გატარება !

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს, კეთილი და ლამაზი სურვილებით ❤ მე კი იმედი მაქვს ეს წელი ძალიან დასამახსოვრებელი, განსაკუთრებული და წარმატებული აღმოჩნდება ჩემთვის და თქვენთვისაც !

Advertisements