Tags

, ,

ჩვენ ადამიანები სუსტი არსებები ვართ. ალკოჰოლსა და სიგარეტზე დამოკიდებულები, სიყვარულის გამო თავს რომ ვიკლავთ და ფულის გამო სხეულს ვყიდით. ჩვენ მონები ვართ, ხშირად გვაბრალებენ თავისუფლებას და გვაიძულებენ ეს სიტყვა მძიმე ტვირთივით გვეწვას მხრებზე , სინამდვილეში კი არცერთი ჩვენთაგანი ყოფილა თავისი თავის უფალი, უბრალოდ რაც უნდა იმის გაკეთებაში ცდილობდა ამოეცნო თავისუფლება, მერე კი ამითი სხვაგან ეამაყა.

აქედანვე იწყება ჩვენი არა–თავისუფალი აზროვნება. ვფიქრობთ ერთს ვაკეთებთ მეორეს, ვგრძნობთ რაღაცას და საერთოდ არაფერს ვაკეთებთ ან ვაკეთებთ ყველაფერს ოღონდ სხვის დასანახად. ვერ ვხვდებით რომ ჩვენ ამ საქციელით „სხვის უფლები“ უფრო გამოვდივართ ვიდრე ჩვენი საკუთარი თავების.

წაიკითხე ბოლომდე

Advertisements