Tags

,

საერთოდ თემას ვერასდროს ვწერ თუ მისი დაწერა გულით არ მინდა. ალბათ ყველა ასეა, თუ რაიმეს გაკეთება არ მოგდის გულიდან, ხარისხიანად ვერასდროს გააკეთებ. ან გააკეთებ მაგრამ ისეთივე უხეირო იქნება როგორც სხვისი და ისეთივე უბრალო როგორიც ყველასი. მე კი არ მიყვარს როცა ჩემს გაკეთებულს ასეთ სტატუსს ანიჭებენ ხოლმე. მაგრამ რა ვქნათ რომ განწყობა რაიმეს დაწერისა იშვიათად მოდის, მუზამ დაგვივიწყა და გარშემოც არაფერი გვეჩევენება ისეთად რაზეც სიამოვნებით ილაპარაკებდი როცა აქამდე თითოეულ დეტალზე შეგეძლო დაუსრულებლად ფიქრი, ახლა კი ყველაფერი ეს შეუმჩნეველია.

ეს ის მდგომარეობაა რომელიც უკვე რამდენი ხანია მომეჩვია და თავს აღარ მანებებს. მიუხედავად ჩემი აქტიური ცხოვრების წესისა, მაინც ყველაფერი უღიმღამოდ მეჩვენება. დიახ, საშინელი გრძნობაა როცა გინდა წერო და ვერ წერ, დაახლოებით იგივეა სიზმარში რომ გინდა გაიქცე და ვერ გარბიხარ, მინდა გამიხარდეს მაგრამ საბოლოოდ მაინც მაკლია რაღაც. მე ვეძებ ამ რაღაცას და მჯერა ვიპოვი… მჯერა რადგან აქამდეც მქონია რთული პერიოდები ცხოვრებაში და გადამილახავს, კარგს ცუდი მოჰყოლია და ცუდსაც კი, ჩემთვის ღრმა გამოცდილება და ის უნარი მოუტანია რომელის დახმარებითაც ჩვენ ცხოვრებისეულ სირთულეებს ადვილად გადავაგორებთ ხოლმე. მე კი ვფიქრობ ეს უნარი გამაჩნია და თუ ასეთი განწყობით ვიქნები ყოველ დღე, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება 🙂

ფოტო განწყობისთვის

Advertisements