Tags

, , , , , ,

ამანდა სეიფრიდი დაიბადა პენსილვანიაში 1985 წელს, 5 დეკემბერს. ზოდიაქოთი არის მშვილდოსანი. მუსიკალური კარიერა დაიწყო 11 წლიდან, ხოლო სამსახიობო 15იდან. უყვარს ჯინსები და ტელეფონზე ლაპარაკი. თავისუფალ დროს ატარებს სპორტულ–გამაჯანსაღებელ ცენტრებში 🙂 პირველი სერიოზული როლი შეასრულა ლინსდი ლოჰანთან ერთად Mean Girls-ში, მაგრამ ამითი არ დამთავრებულა, მას შემდეგ ამანდა აღიარეს როგორც ყველაზე წარმატებულ ისევე ყველაზე ლამაზ მსახიობადაც და კარგი მომავალი უწინასწარმეტყველეს.

ეს გოგო აქამდეც მომწონდა, მაგრამ დღეს Letters to Juliet-ის ყურების შემდეგ საერთოდ, ძალიან შემიყვარდა 🙂 ყოველთვის ვამბობდი რომ ქერები არ მომწონს , განსაკუთრებით ფილმებში “სულელის შთაბეჭდილებას” ტოვებენ, მაგრამ სოფიას როლმა აზრი ცოტათი შემიცვალა. ამანდა ერთ წერაზე შეყვარებული გოგოს როლს თამაშობს, უყვარს გამოძიება და დაინტერესებულია სამყაროთი. შემთხვევით 50 წლის წინანდელ წერილს იპოვის და მის ადრესატს გაუგზავნის პასუხს. აქედან იწყება ყველაფერი…

თავგადასავლის დროს გაიცნობს ბიჭს რომელიც მისგან რადიკალურად განსხვავებულია, შეიცვლება და ცხოვრებაში ნაბიჯებსაც გადადგამს. ყველაზე მეტად კი მასში ის მომწონს, რომ როცა წერს ძალიან საყვარლად გამოიყურება, რაღაც ძალიან ნაზი და მშვიდია, ამასთანავე ჭკვიანი და რაც მთავარია მწერალი !

ისე ძალიან კი მაინტერესებს, მართლაც ისეთივეა როგორიც როლებში? :)) ჰაჰა რათქმაუნდა არა, მე კი ესეთი მომწონს 🙂

და ვინც ეძებს, ის პოულობს 🙂

[კადრი ფილმიდან წერილები ჯულიეტას ]

Ps – წავედი, მამა მიას უნდა ვუყურო კიდევ ერთხელ…

Advertisements