Tags

, , ,


[13 აგვისტოს ჩანაწერი]
მინდა მინდა მინდა !

იცით , როგორც ყველა ადამიანი, ისევე მეც, საკუთარი თვალით ვუყურებ სამყაროს. ვწევარ მოცისფრო ზღვისფერ ჰამაკში და თვალუწვდენელ ცას გავყურებ. იქამდე მანძილი შორია, გრძელი და გაუკვალავი. მომწონს მწვანე. რომელსაც ყველაზე მეტად შეეფერება სიტყვა “ჩემი”. ერთი პატარა და აუცილებელი სიტყვა ცხოვრებაში. ვხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ რა მოხდება მომავალში. მომავალზე ხშირად ვფიქრობ, მაგრამ უკვე მივეჩვიე, რომ საკუთარი თვალით დანახული მომავალი სრულიადაც არ შეეფერება რეალობას. მე რეალისტი ვარ, გეგმების დაწყობისას პესიმისტი, ოცნებისას ოპტიმისტი. საბოლოოდ კი ერთი არაჩვეულებრივი … ისევ მივდივარ საკუთარი თვალით დანახულ სამყარომდე, მსიამოვნებს რომ ჰამაკს ვაქანებ აქეთ–იქით, ჰაერის გრილი ნაკადი თვალებში მეყრება…

Advertisements