Tags

, , , , , , , , , , ,

შენ, ის , ჩვენ თუ თქვენ არვიცი, მაგრამ მე კი ნამდვილად ვარ თავისუფალი : )

საინტერესოა ვის როგორ გესმით სიტყვა – თავისუფლება,  რადგან , ეს ისეთი ცნებაა რომელსაც ესე, ერთი ხელის მოსმით ვერ ახსნი. ვიკიპედიას რომ ვკითხოთ თავისუფლება შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს: პოლიტიკურ ცნებას, ფილოსოფიურ კატეგორიას, რადიოს სახელწოდებას, საქართველოს ჰიმნს, სოფელს სოხუმის რაიონში და პოლიტიკური პარტიას საქართველოში.

ისევ პოლიტიკას მივადექით , არცაა გასაკვირი.ჩვენთან ხომ თავისუფლების გაგონებაზე ყველას თუ არა უმეტესობას, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში ჩარჩენილ თაობებს პოლიტიკასთან დაკავშირებული ასოციაციები უჩნდებათ.

ცოტათი უფრო პატარა რომ ვიყავი, სკოლაში დაფასთან გავყავდი , “რთულ” სიტყვას მაძლევდნენ და მერე რა ასოციაციებიც გამიჩნდებოდა უნდა ჩამომეწერა. ეს რთულ სიტყვა კი ერთ დიდ წრეში უნდა ჩამესვა ხოლმე.

დღეს რომ იგივე წესებით დავიწყო თამაში, რთულ სიტყვად “თავისუფლება” მივიჩნიო და მის გარშემო , ამოტივტივებული ასოციაციები ჩამოვწერო, მათ რიგებში აუცილებლად  მოხვდება ისეთი სიტყვები  როგორებიცაა : შენი აზრის გამოხატვის უფლება, განსხვავებული დამოკიდებულება ყველაფრისადმი, ინდივიდები, გმირობა,  გამბედაობა, დამოუკიდებლად ცხოვრება , ქვეყნის მომავალისთვის ბრძოლა და ხალხი არა როგორც ჯგრო, და სტატისტიკით აღრიცხული გროვა ცალკეული ადმაიანებისა, არამედ ცოცხალი ნაწილი ბუნებისა.

დედაჩემს , დედაჩემის დედას, დედაჩემის დედის დედას და მათ დედებს – არასოდეს ღირსებიათ თავისუფლება, ისეთი როგორიც ჩემს წარმოდგენაშია. “ისინი მხოლოდ ოცნებობდნენ თავისუფლებაზე, რომელიც მათი განმარტებით, რამის არა–იძულებით გაკეთებითა და საკუთარი ნების მოქმედებით შემოიფარგლებოდა.

არც მიკვირს, რადგან ისინი სხვა გარემოში იზრდებოდნენ, სხვა ჰქონდათ ყველაფერი და საერთოდ “სხვანი” იყვნენ.მაშინ, საბჭოთა ხელისუფლება იყო, რომელიც ცდილობდა ყოველ ადამიანში ჩაეკლა და დაეთრგუნა ინდივიდი.  კითხვა – თუ ვინ ბატონობდა საბჭოეთში, გაგიკვირდებათ და პასუხი: არავინ იყო.  რადგან, როგორც ირაკლი ჩარკვიანი იტყოდა თავის რომანში მშვიდი ცურვა” : “თითოეული რუსი დარწმუნებული იყო რომ ყოველი ქართველის ბატონი გახლდათ. ასევე არავინ იყო თავისუფალი… ვინც კი ოდნავ ისწრაფვოდა მისკენ – ხვრეტდნენ, ასახლებდნენ ან ორივე ერთად.”

მოკლედ მთლად მარტო ჩემი აზრები, რომ არ მოგახვიოთ თავს ერთ ფრაზას მოვიშველიებ – “ადამიანი მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავისუფალია. თავისუფლება ღვთიური ნიჭია ადამიანში. აქ კი, საბჭოეტში ყველაფერი აკრძალულია, რაც არაა ნაბრძანები.”

დღეს, ჩვენ სხვა თაობა ვართ – შედარებით “თავისუფლები”, არა იმიტომ რომ ჩვენ ვართ მაგრები, უბრალოდ იმიტომ რომ გაგვიმართლა რომ ამ დროში ვცხოვრობთ და ადრე რომ გვეცხოვრა თუ თავისუფლებისკენ თვალს გავაპარებდით, გეგა კობახიძისა და სხვა მრავალი გმირის ბედს გავიზიარებდით.

ჩვენ გაგვიმართლა რომ დღეს, ძველი დროისგან განსხვავებით შეგვიძლია ვთქვათ თუ რაიმე გვაქვს სათქმელი, შეგვიძლია იმაზე დიდი მოთხოვნილება გაგვიჩნდეს ფულსა და ტანსაცმელზე, ვიდრე გვესაჭიროება ან გვყოფნის, შეგვიძლია არ მოვიქცეთ “კარგად” (ისე როგორც წესებშია დაწერილი, ისე როგორც ადრე იყო, რომ ყველა დაწერილი კანონების მიხედვით ცხოვრობდა და ტავისი “მეობა” ქონდა დაკარგული.) რადგან ცხოვრება ასე უფრო საინტერესოა. ასე თუ ვიცხოვრებთ  არ მოვკვდებით ასი წლის სიმშვიდისგან დაღლილები და კბილებჩამოცვენილები , დანაოჭებულები, და თვალებჩამქრალები, მხოლოდ იმიტომ რომ მომავალში ძველმა თაობებმა თქვან : “ყოჩაღ კარგად უცხოვრიაო.”

დღეს, მე და დარწმუნებული ვარ თქვენც, გაქვთ ილუზია რომ ვიცხოვროთ დამოუკიდებლად და ყველაზე იდეალურ შემტხვევაში “ბედნიერადაც” კი, რადგან დღეს რომ ქუჩაში გაივლი დაბოღმილი ხალხის მეტს ვერავის ნახავ, მათ თვალებში კი ბედნიერების ნატამალსაც კი ვერ შეამჩნევ.  ვიცხოვროთ “თავისუფლად”, მაგრამ ამაში არც ამერიკა დავიჭირვოთ. რადგან, თუ საქმე დაჭირვებაზეა,  აქეთ “ვჭირდებით” და საუბედუროდ ისეთ დიდ მონსტრებს როგორიც ამერიკა და რუსეთია  ჩვენს გარდაყველაფერი სჭირდებათ, ჰაჰა ; ))

თავიდან უნდა მოვიშოროთ კითხვა – ვის გავყვეთ? რადგან, საბოლოოდ უნდა დავიჯეროთ რომ ვინმეს გასაყოლად ცხვრები არ ვართ, რომ არ გვჭირდება ბელადი, და ერთადერთი ვისაც უნდა გავყვეთ საკუთარი ტავია, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ.

იქნება ყველაფერი, განვითარებული, აყვავებული, გაბრწყინებული და რაც მთავარია “თავისუფალი საქართველო”, მიუხედავად იმისა რომ ამას დრო, თაობა, ენერგია და შრომა დასჭირდება.

იმედი საკუთარი თავის უნდა გვქონდეს – იმ თავის მხრებზე რომ გვაბია და ბევრი ამერიკელის და რუსისას ჯობია, უბრალოდ გამოყენება უნდა. იმ თავის შიგ ღმერთისაგან ნაბოძები ნიჭი რომ დევს რომელსაც ცოტა შენძრევა ჭირდება.  იმ თავის ვინც , ჩემთან ერთად იფიქრებს რომ – ერთადერთი, ვინც შეიძლება საქართველოს უშველოს ისევ ქართველია , სამწუხაროდ მეტი ვერავინ დაეხმარება ჩვენს საზოგადოებას,  “თავისუფალი “ საქართველოს “თავისუფალი” მოქალაქის გარდა…

Advertisements