Tags

, , , ,

ერთი უბრალო ბიჭი იყო, სახელად ირაკლი ჩარკვიანი. 43 წლის ასაკში კი “მეფობა” გადაწყვიტა , თანაც ისეთ პატარა ქვეყანაში რომელსაც საქართველო ჰქვია და სადაც ასე ძნელი იქნებოდა “მეფობანას თამაში”.

ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, საიმისოდ რომ ტავისი ტავისათვის მეფე ეწოდებინა საკმარისი მიზეზები ქონდა ხოდა გამეფდა. ასე უბრალოდ, მარტივად…

ზოგმა თვითმარქვია უწოდა, ზოგმა ზედმეტად ამბიციური, ზოგმა ისეთი თვისება მიაწერა, როგორიცაა : განდიდების მანია, ზოგმა კი მისი ეს წოდება ვითომდა არასრულფასოვნების კომპლექს დააბრალა.

ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ თავად ირაკლისთვის დაგესვათ ეს კითხვა. ხოდა, ამ მარტივ გამოსავალსაც ასევე მარტივად მიაგნეს და   რამდენიმე თვე ბეჭდური და ელექტრო მედია დაჟინებით ცდილობდა იმის გარკვევას თუ რატომ გამეფდა , არა–მეფური წარმომავლობის ირაკლი ჩარკვიანი, ამ კითხვაზე პასუხი კი უკვე “მეფედ” წოდებულმა თავის რომანში გასცა.

(რაზეც უკვე დავწერე პოსტი)

***

“ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია როგორც მონობა, ამიტომ ისინი ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებე მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია.”

***

“მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს საიდანაც ყველაფერი მოჩანს. მე არ მჭირდება მოწაფწეები და არც მოწაფეებს სჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. ყოველი მათგანი მეფეა და ადრე თუ გვიან დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში.”

Advertisements