Tags

, , , , , , , , ,

რატომ ვწერ? იმიტომ რომ ვკითხულობ. ვკითხულობ – ირაკლი ჩარკვიანის “მშვიდ ცურვას”. წიგნს რომელიც უცნაური ფორმის ავტორომანია, წიგნს რომელიც საერთოდ არ გავს წინს, მაგრამ საიცრად გავს ავტორს, ამიტომაც აქ მეორე ფაქტორმა გადაწონა. რა აუცოლებელია წიგნი გავდეს წიგნს , თუ მას აქვს შანსი დაემსგავსოს ცოცხალ ადამიანს?

ავტორმა, პირველად თავის ცხოვრებაში თავს უფლება მისცა მკითხველი საერთოდ არ მოეტყუებინა, ეს გამბედაობა კი მაშინ გაუჩნდა, როცა “მეფედ” ეკურთხა თავის ქვეყანას და მის მეტად ” მრავალფეროვან”  საზოგადოებას.

მისი ცხოვრების რთულ პერიოდში, ერთი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, წიგნის წაკითხვის მაგივრად , თვითონ დაწერა  წიგნი და საკუთარი თავი გაიტაცა სადმე, სადაც მშვიდად დაიწყო ცურვა…

“მივენდოთ იმას რაც მოგვეცა, მშვიდად ვამოძრავოთ კიდურები, ვიცუროთ აუღელვებლად, სხეული ხომ ნავია, ხელები – ნიჩბები, მოვუსვათ ისე, რომ არ შევაწუხოთ ჩვენს გვერდით მოცურავენი, ვიცუროთ მშვიდად და სამყარო თვითონ წაგვიყვანს იქ, სადაც მიდის.”

“მეფემ” რომელიც უკვე ძირიანად დასახლდა ჩემში ამ სახელით, წიგნის პირველ თავში ცხოვრების ეს პერიოდი აღწერა :

“თბილ და აფხაზურად მოლივლივე ტალღების გასწვრივ ვიწექით  მეოცნებენი, ოცი წლის მეგობარი და ერთი წამითაც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ერთ–ერთ ჩვენთაგანს თვითმფრინავის გატაცების გამო დახვრეტდნენ, მეორე შალის კაშნეზე ჩამოიხრჩობდა თავს, მესამე კი ანუ მე, ორმოცდაორი წლის ასაკში უკვე მესამედ გარდავიცვლებოდი და ისევ დავბრუნდებოდი უკან და ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მართალი წიგნი დამეწერა თქვენთქვის”


გააგრძელეთ კითხვა

Advertisements