მივდივარ, ნახევარ საათში, აქაურობას ვერ ვწყდები, დღეს ყველაზე წარმატებული დღე მქონდა ♥ თიტქმის გადავიფიქრე კდიეც წასვლა, მაგრამ მაინც უნდა წავიდე… მომენატრება ყოველ დილით ადგომა და წერა, ჩემი საყვარელი ადამიანები, ფეისბუქზე ყოველ ორ წუთში დარეფრეშება და ყველაფერი , რაც უკვე მობეზრებული მქონდა.

ერთ კომენატრში დამიწერეს – ბევრი იკიტხე და უფრო მეტს დაწერო, მეორე კომენტარში კი დამიწერეს – ფონი შეცვალე , დანარჩენი ყველაფერი მომწონსო. ხოდა წასვლის წინ ყველაფერი მოვაწესრიგე ❤

მე თქვენ გიტოვებთ ბლოგს, ჩემთვის კი წითელი ჩემოდანი მიმაქვს (თითქმის ისეთი როგორიც სურათზეა)

წავიღებ – საყვარელ დღიურს, ბოლო დროის მოგონებებს, ათასგვარ ჩანაწერებს, საყვარელი ადმაიანების მონატრებას და ბევრ სიყვარულს.

მგონი ცუდათ არ გამომივიდა ხო? მომენატრებით ყველანაირები, ყველაფრით ❤

რომ ჩამოვალ, კი გპირდებით რომ ბევრად უფრო ჭკვიანი, ყურადღებიანი და არა–აგრესიული დაგიბრუნდებით :* დანარჩენის ატანა კი ისევ მოგიწევთ ❤