Tags

, , , , , , , , , ,

არ მინდა წერა ბანალურად დავიწყო, ჰაჰა… მაგრამ მგონი მაინც მომიწევს.

გილოცავთ, კოცნის საერთაშორისო დღეს…

თუკი გულით მიიღებთ ამ მოლოცვას, რადგან დარწმუნებული ვარ ზოგს კოცნის გაგონებაზე არასასიამოვნო მოგნებები ახსენდება, არც მიკვირს, ჩვენ ხომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც კოცნა შეიძლება ბოზობაში ჩაგითვალონ. მაგრამ რას ვიზავთ,  კოცნის გარეშე ხომ არ არსებობს ადამიანის ცხოვრება, ადრე თუ გვიან “ყველას” ვაკოცებთ, “ყველა” გვაკოცებს და ჩვენც კოცნის “მსხვერპლი” გავხდებით…

კოცნა ადამიანის (დაბადებიდან მის სიკვდილამდე) აუცილებელი ატრიბუტია. კოცნით შეიძლება გამოიხატოს სიყვარული, მოწონება, ლტოლვა,  გატაცება… დავიჯერო არცერთი არ განგიცდიათ? რათქმაუნდა კი, ამიტომ დღეს , როცა კოცნის საერთაშორიო დღეა ნუ დამალავთ თქვენ გრძნობებს და  “აკოცეთ”.

პირობითად კი არც ჩემთვის  და არც თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა როდის აკოცებთ ადამიანს რომელთანაც რამე გაკავშირებთ,  მთავარია აკოცოთ, ეგ დღე  გინდ შოკოლადის, გინდ ქალთა და ბავშვთა, გინდ მუზეუმისა და  გარემოს დაცვის დღე იყოს

Kiss is not a kiss, without a heart…

Advertisements