Tags

, , , , , , ,

***

–გამარჯობათ, ეს წიგნი რა ღირს?

–10 ლარი. ცოტას დაგიკლებთ.

–მაინც რამდენს?

–რავიცი გენაცვალე, შენ რამდენი გაქვს, მითხარი?

–6

–კარგი, აიღე.

***

ასე დამთავრდა დიალოგი ჩემსა და წიგნის გამყიდველს შორის, რომელიც რუსთაველზე “პაძემკასთან” გამოსაჩენ ადგილას ყიდდა წიგნს სახელად “იფიქრე და გამდიდრდი“.  ვერ ვიტყვი წიგნის გაფორმება მომეწონა ან ხარისხმა მიმიზიდა თქო, მაგრამ სათაურის ქვეტექსტი “საქმიანი ადამიანის სამაგიდო წიგნი” კი ნამდვილად მომხვდა თვალში.

იქვე შენიშნავთ ფრაზას – გნებავთ მიაღწიოთ წარმატებას? ეს წიგნი თქვენთვისაა!

ზოგჯერ ხუმრობით, ვამბობ ხოლმე – ვგრძნობ ნათელი მომავალი მაქვს–მეთქი”. არვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ ის რომ მის შესაქმნელად ბევრის გაკეთებას ვაპირებ ეს ფაქტია. არ დავიწყებ ჩამოთვლას რა მიზნები მიტრიალებს თავში , რადგან მათი რაოდენობა არც ისე ცოტაა, მითუმეტეს რომ დალაგებული ჯერ არცერთი მიზანი არ მაქვს. მაგრამ მაქვს მთავარი – დრო  და ის ძალიან აუცილებელი თვისება რასაც მონდომება ჰქვია.

ვიყიდე წიგნი, გადავაბრუნე და წავიკითხე – “წიგნი დაწერილია 500 ყველაზე წარმატებული ადამიანის ინტერვიუს საფუძველზე. როგორ გამოვიმუშავოთ აზროვნების ჩვევა წარმატებების კატეგორიებით, გვიამბობს ავტორი თავის წიგნში, რომელმაც 42 გამოცემა გამოიარა.

ეს წიგნი კი დღეს ჩემს ხელშია და  მაგიდაზე საპატიო ადგილსაც იკავებს.

იქამდე კი სანამ მას მთლიანად გავეცნობი მინდა ავტორის მიერ დაწერილი წარმატებული ადამიანი გაგაცნოთ 🙂

რას ნიშნავს იყო წარმატებული?

“…იცინო ხშირად და დიდი სიამოვნებით,

მოიპოვო ინტელექტუალურ ადამიანთა პატივისცემა და უბრალო ადამიანთა სიყვარული,

მიაღწიო სამართლიან შეფასებას ობიექტურ კრიტიკოსთა მხრიდან, გაუძლო ცრუ მეგობართა ღალატს.

აფასებდე მშვენიერს და პოულობდე ადამიანებში საუკეტესო თვისებებს.

თავი მიუძღვნა ღირსეულ საქმეებს,

დატოვო სამყარო შენს შემდეგ თუნდაც მცირედით უკეთესი, გაზარდო ჯანმრთელი მემკვიდრე, გააშენო და მოუარო ბაღს.

შექმნა რაიმე კარგი საზოგადოებრივ ცხოვრებაში,

იცოდე, რომ თუნდაც ერთ ცოცხალ არსებას დედამიწაზე გაუადვილდა სუნთქვა, სწორედ იმიტომ, რომ შენ მასზე იცხოვრე.

აი, რას ნიშნავს იყო წარმატებული.

თქვენ ხელში გიჭირავთ მთელს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სასწაულმოქმედი წიგნი.”

Advertisements