Tags

, , , , , , , , , , , ,

გაგონილი ყოველთვის მქონდა.

ადრე გადავწყვიტე ყურება, ფილმიც გადმოვწერე. მაგრამ  არ მომეწონა. ვახვევდი და ვახვევდი, ბოლოს გადახვევაც რომ მომბეზრდა გამოვრთე და ვიფიქრე არ ყოფილა საჩემო–თქო. ან კი როგორ იქნებოდა, როცა რამდენიმე წლის წინ ვუყურე, მაშინ კი ვერ გავიგებდი.

მერე წიგნის ელ. ვერსია გადმოვიწერე, იქნება და წიგნმა დამაინტერესოს–მეთქი, მაგრამ ერთი ორი გვერდის მერე რომ ვერ ჩამითრია გავანებე თავი, ესეც ადრე იყო.

ეს დღეები სულ ვგეგმავდი ამ წიგნის წაკითხვას, თითქოს ვგრძნობდი რომ ძალიან მომეწონებოდა. მაგრამ სახლში არ აღმომაჩნდა, მერე პარნასის გვერდზე შევედი და აღმოჩნდა რომ ძალიან იაფად მიმიწვდებოდა ხელი, დღეს უნდა მეყიდა. მაგრამ მაინც რომ ვერ მოვითმინე გუშინ ღამე ჩავუჯექი ელექტრონულ ვერსიას და ყველანაირი თვალების მოტყდომისა და გაშტერების გარეშე წავიკითხა, დიახ, ერთი ამოსუნთქვით. მართლა იმდენად დამაინტერესა რომ ვერ ვხვდებოდი დროის გასვლას, კითხვა რომ დავამთავრე მერეღა მივხვდი უი რამდენი დრო გასულა–მეთქი და ისიც შევამჩნიე რო ცოტათი მეძინებოდა კიდეც 🙂

ჩემი წარმოდგენები “მექანიკურ ფორთოხალზე” ძალიან შეიცვალა. ჯერ იმიტომ რომ სათაურის არსს ჩავწვდი 🙂 აქამდე ძალიან მეუცნაურებოდა, ვფიქრობდი ასეთი სისულელე საიდან მოიტანა–მეთქი, ახლა კი პირიქით ძალიან მომწონს . თუ რატომ ქვია წიგნს “მექანიკური ფორთოხალი” ამის მიზეზს თვითონ წაკითხვისას აღმოაჩენთ.

არსებობს ,,მექანიკური ფორთოხლის” 2 ქართული გამოცემა. 90-იანი წლებისა და 2003-ის.  მე რომელიც წავიკითხე, თუ არ ვცდები გია ჭუმბურიძის მიერ იყო ნათარგმნი. თავიდანვე ვიფიქრე რა მაგარი ნათარგმნია–მეთქი. ძალიან გასაგებად , ქართული “ჟარგონებით” გაჯერებული, სლენგით დაწერილი.

ტექსტში ხშირად მეორდება სიტყვები : “ვშვებით რამეს?” 🙂 ამაზე ძალიან ჩამეღიმა, ეგრევე მე და ჩემი დაქალების სიტყვები გამახსენდა, ერთმანეთს რომ მივმართავთ ხოლმე, ჰა, ვშვებით რამეს? რა ვქნათ? ვქნათ რამე? და ა.შ

შინაარსი თუ არ იცით, გეტყვით. და ალბათ ერთი ორჯერ დაგაინტერესებთ რადგან სიუჟეტი მართლა ძალიან ჩამთრევია. მწერალი მოყოლას იწყებს 4 ძმაკაცის ცხოვრების აღწერით. ერთერთი მათგანი არის ალეკსი, რომელიც წიგნის მთავარი გმირია. ისინი ღამის ცხოვრებით ცხოვრობენ. ქურდობენ, ყაჩაღობენ, ცემენ “აჩკარიკა ბებრებს” როგორც ისინი წიგნში არიან მოხსენიებულნი, შედიდან სხვების სახლებში, აუპატიურებენ და ა.შ  მოკლე ამითი ერთობიან, და იღებენ მაქსიმალურ სიამოვნებას. ერთ ასეთ ღამესაც, აღმოჩნდება რომ ალეკსი თავისი ძმაკაცებისგან გამოირიყა , ანდაც გამორიყეს და ციხეში აღმოჩნდა. მიუსჯიან 14 წელს, მაგრამ ორი წლის შემდეგ გამოათავისუფლებენ იმ მიზნით რომ უნდა “გამოასწორონ”. ეს არის ახალი მეთოდი, რომელსაც “ლუდოვიკოს მეთოდი” ქვია და რომლის, გავლის შემდეგაც ადამიანს აღარ უნდება ცუდის ჩადენა, მითუმეტეს ალეკსისნაირ ხულიგანს, რომელსაც საშუალება ეძლევა დაიწყოს ახალი ცხოვრება და სოწრ გზაზე დადგეს.

წაკითხვის შემდეგ, აღმოვაჩენთ რომ “ვინც შეგნებულად ირჩევს ბოროტების დაკლაკნილ ბილიკს, რაღაცით უფრო მაინც ახლოა ღმერთთან, ვიდრე ის ვისაც სიკეთის სწორ გზას იძულებით გაუყენებენ?!”

მე პირადად, ისე მოვიხიბლე ამ წიგნით რომ Facebookze ფეიჯიც გავუხსენი (მექანიკური ფორთოხლის გვერდი) შეგიძლიათ გაწევრიანდეთ : ) მანდვე დევს წიგნის ელექტრონული ვერსიაც და მისი ეკრანიზაციის ლინკიც, მაგრამ  გირჩევთ ჯერ წიგნი წაიკითხოთ : )

Advertisements