Tags

, , , ,

პატარაობაში ხშირად მიფიქრია ჯადოსნური ნივთების არსებობაზე. ვცდილობდი ყველა ჩემ საყვარელ ნივთში რაღაც ჯადოსნურობა მეპოვნა. ვეძებდი, ვეძებდი და ბოლოს ჩემ თავსვე ვაჯერებდი რომ ყველაფერი ჩემს გარშემო ჯადოსნური იყო, უბრალოდ საჭირო იყო მათში ამომეცნო ჯადოსნურობა, ის რასაც სხვა ვერ ამჩნევდა.

ახლა, წამოვიზარდე და გაურკვეველი წარმოშობის ნივთებში ჯადოსნურობას ვეღარ ვხედავ, მაგრამ სადღაც გულში მაინც მჯერა რომ ისევე როგორც ყველა ადამიანს მეც მაქვს ისეთი ჯადოსნური ნივთები რომლებსაც სხვა ვერ ხედავს, ან ხედავს, მაგრამ მხოლოდ გარედან.

ამას წინათ, აკა მორჩილაძის ერთ–ერთ მოთხრობას წავაწყდი, რომელშიც მწერლის მიერ ნაპოვნი ჯადოსნური ქვეყნის, სიტყვებისა და ნივთების შესახებაა მოთხრობილი. ტექსტი გადავიკითხე, ძალიან ლამაზად იკითხება, და კითხვას რომ მოვრჩი დავრწმუნდი რომ ჯადოსნური ნივთები მართლაც არსებობს. მხოლოდ მათი მოძებნა დამრჩა საჭირო : )

პს. აკა მორჩილაძე ჯადოსნური ნივთები

Advertisements