Tags

, ,

გიფიქრიათ დღე პოზიტივით დაგეწყოთ? მე კი, თანაც ძალიან ხშირად… მაგრამ რომ გითხრათ ხშირად გამომსვლია–მეთქი მოგატყუებთ…

იმისთვის რომ დილიდანვე კაი განწყობაზე ვიყოთ აუცილებელი არ არის რამე განსაკუთრებული საბაბი გვქონდეს, ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

მოკლედ გავიღვიძე ჩვეულებრივ, თვალები ფართოდ გავახილე , პირველი რათქმაუნდა ფანჯარაში გავიხედე და მზიანი დღე რომ დავინახე თვალები სიხარულით ამევსო :“> მერე გამახსენდა რა კაი საჭმელი მქონდა (ჰუჰ) , მერე ისიც გამახსენდა რომ თავისუფალი ვიყავი და მთელ დღეს ისე გავატარებდი როგორც გამიხარდებოდა, მოკლედ ავდექი ჩავიცვი , და როცა კომპიუტერთან დაჯდომის დრო დადგა იქიდანვე დაიწყო ჩემი ენერგიული დილა !

რამდენიმე კარგ სიმღერას მოვუსმინე, აი ისეთს რაღაცაზე რო გაგახარებს და რო არ იცი რაზე, მერე ავდექი ვიმღერე, დავიცალე ყველაფერი ცუდისგან, მერე ჩემი საყვარელი გამოთქმები გადავათვალიერე, ძალა მომემატა, მივხვდი რომ ბედნიერი ვარ  იცით ასე ძალიან იშვიათად თუ მომდის, ცხოვრებისეულ პრობლემებზე ჩაფიქრებული ათასში ერთხელ თუ შევძლებ თამამად შევხედო ყველაფერს, მომავალაზე ცოტა ხანი არ ვიფიქრო, დღევანდელით ვიცხოვრო ან უბრალოდ გავიღიმო …

დღეს როგორც ჩანს განსხვავებული დღეა, უბრალოდ ვდგავარ და ვიღიმი  ვუყურებ მზეს და მიხარია 

Little darling, the smiles returning to the faces
Little darling, it seems like years since it’s been here….

Here comes the sun, here comes the sun
and I say it’s all right….

Sun, sun, sun, here it comes…
Sun, sun, sun, here it comes…

Advertisements