Tags

, ,

ლამაზად გამოითქმის – ხეტიალი საკუთარ სულში
ბევრის მთქმელია, დამაფიქრებელი, ამავდროულად სავსეც.
ჩვენ გამუდმებით ვხეტიალობთ საკუთარ სულში, ჩვენი ნებით თუ უნებურად…
პირადად მე ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ მის რაობაზე არასდროს დავფიქრებულვარ.

დღეს, ჩემს დღიურს გადავხედე და რაღაც ნაწერი აღმოვაჩნე. არვიცი სად წავიკითხე, შეიძლება სულაც გავიგონე და ჩავინიშნე, მაგრამ ფაქტია მეწერა.

“გუშინდელი ცხოვრება მოკვდა, ხოლო სახვალიო – შესაქმნელია; მაგრამ რა აკეთოს გაოგნებულმა ადამიანმა დღეს, აქ და ახლა, – უგზოობის ჟამს… რჩება ნამდვილი ხეტიალი საკუთარ სულში”

როგორც ჩანს, სულში მხოლოდ მაშინ ვიწყებთ ხეტიალს როცა მის გარეთ გზას ვეღარ ვპოულობთ. ეს შეიძლება იყოს ცალმხრივი სიყვარული, გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვის შეუძლებლობა, პრობლემები ოჯახში და ა.შ  მოკელდ რომ ვთქვათ ამ დროს ჩავიკეტებით ხოლმე ჩვენს თავებში და მერე რას ვაკეთებთ, უკვე ინდივიდუალურია. ზოგი წერს და ამითი იცლება, ზოგიც ხატავს რასაც გრძნობს, ზოგი გარბის სადღაც ოღნდ სად თვითონაც არ იცის… არჩევანი მრავალფეროვანია.

ამ დროს მეც, შენც და ყველანიც ისე ვართ, თითქოს არავინ გვინდა. მარტოობით ვიღებთ სიამოვნებას და თუ აქამდე ქუჩაში მარტო სეირნობა უაზრობასთან ასოცირდებოდა, დღემისით ვტკბებით. თითქოს ვიყოფით – ორ ნაწილად. ერთი, ისაა ვინც ვერანაირი გზა იპოვა და გაურკვევლობაშია. მეორე კი ის, ვინც ქვეცნობიერი გააღვიძა, და საკუთარ სულში დაიწყო ხეტიალი.

ჩემს შემთხვევაში, საკუთარ თავში ხეტიალმა იმაზე კარგი შედეგი გამოიღო რაც კი ოდესმე წარმომედგინა. შეიძლება, ერთ მხრივ გულჩათხრობილი გავხდი, მაგრამ მეორეს მხრივ მთელი სამყარო დავინახე, ის რასაც აქამდე ვერ ვხედავდი… ბავშვობის მერე რომ არასდროს მიწერია, დღეს წერა დავიწყე და ამითი ბევრი ადამიანი გავახარე, ბევრს კი იმის საშუალება მივეცი ჩემზე ეთქვათ: „რა კარგი გოგოა, რა კარგად წერს. ეტყობა დაჭკვიანდა, გუშინ სულ სხვანაირად იქცეოდაო.“

საკუთარ თავში ხეტიალმა დღიური გამაკეთებინა, რომელიც ბევრ ადამიანზე მეტად მიყვარს, იმიტომ კი არა რომ ადამიანის ფასი არვიცი ან საკმარისად არ მიყვარს ისინი, უბრალოდ იმიტომ რომ ამ დღიურმა იმაზე მეტი მაჩუქა ვიდრე ბევრმა ადამიანმა და ჩემთვის იგი ისეთივე არსებაა, როგორც ნებისმიერი გამვლელი ქუჩაში ან მეზობელი, რომელსაც არ ვიცნობ ( ეხლა კი მიხვდი, საიდან მოდის ნივთების „უაზრო„ სიყვარული)

საკუთარ სულში ან თავში ხეტიალმა, რა მნიშვნელობა აქვს რას დავარქმევ, საკუთარი თავიც მაპოვნინა. ფასეულობებიც გადამაფასებინა და გარშემომყოფებიც დამაფასებინა.

„I’m a little girl, with blue striped skirt, blue big bow ♥ Beautiful smile on my face and more beautiful things on my mind”

Advertisements