Tags

, , , , , , ,

ყველა პოსტის იდეა თავისდა უნებურად მოდის. წინასწარ(თითქმის) არასდროს ვგეგმავ რაზე  და რა უნდა დავწერო. ალბათ იმიტომ რომ ჩემი პოსტები უფრო ცხოვრებისეული და “ჩემეულია”.  მივუჯდები კომპიუტერის მაგიდას, გავხსნი ახალ პოსტს და რაზეც მეწერინება –ვწერ… შესაბამის სურათებს კი შემდეგ ვარჩევ ხოლმე, ჩემი აურაცხელი ფოტოგალერეებიდან…

მაგრამ რამდენიმე დღეა ჩვეული ბლოგერული ტრადიცია დავარღვიე და პოსტიც წინასწარ მოვიფიქრე. რადგან რამდენიმე დღეა რაც სკოლა დამთავრდა და ზაფხულის ციებ–ცხელებაც დაიწყო მინდოდა შემაჯამებელი პოსტი დამეწერა, თან გამახსენდა რომ ფოტოებიც მქონდა საზაფხულო განწყობისთვის (შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ მათ გარეშე შესაბამისი ემოცია და მუზა არ მომდის ხოლმე) , გავიდა 1 დღე, 2 დღე, 3 დღე… მაგრამ არ ვწერდი, რადგან წვიმდა და სულ სხვანაირ წერის ხასიათზე ვიყავი. უფრო რომანტიკული, დამაფიქრებელი, ჩემი…

მგონი, წვიმა ჩემს ჯინაზე იქცევა ასე. მე კი გადავწყვიტე მის ჯინაზე მაინც დავწერო საზაფხულო პოსტი , რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაიბადა ჩემს ჩანაფიქრებში.

სანამ დადგებოდა ზაფხული….

  • გადავედი ახალ სკოლაში
  • შევიძინე ახალი მეგობრები, მათ შორის რამდენიმე ძალიან ახლო
  • ასე თუ ისე შევიცვალე იმიჯი და ჩაცმის სტილი
  • შემიყვარდა ქართულის მასწავლებელი (და მისი დამსახურებით ვეფხისტყაოსანიც)
  • მოვუმატე სწავლას (ასეთუისე 🙂
  • შემიყვარდა წიგნები
  • სიარული დავიწყე ბიბლიოთეკაში
  • აღარ ვაცდენდი გაკვეთილებს
  • აღარ ვარ აგრესიული
  • ოჯახში პრობლემები მოვაგვარე
  • სერიოზულად დავფიქრდი მომავალზე
  • გავხდი ცოტათი უფრო ამბიციური, ჭკვიანი და თავდაჯერებული.
  • დამეძაბა ურთიერთობა უახლოეს დაქალთან
  • ჩემი თავი უფრო “შევიცანი”
  • დროს უაზროდ აღარ ვფლანგავ
  • შევქმენი ბლოგი (ვაშა ა ა 🙂

ახლა კი დადგა ზაფხული… ეს არც თუ ისე ცოტას ნიშნავს, დამეთანხმებით : ) რადგან ზაფხულში ყველანი ვიცვლებით (მითუმეტეს ჩემს ასაკში), ვიზრდებით (როგორც ფიზიკურად ისე სულიერად), ხშირად ვხდებით შეყვარებული 🙂 და მოკლედ რომ ვთქვათ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ.

ამა წლის ზაფხულისთის , გეგმები არცთუისე ბევრი მაქვს, უბრალოდ ვიცი მიახლოებით ამინც სად ვაპირებ წასვლას და დასვენებას და ვისთან ერთად. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს , მითუმეტეს რომ არ მიყვარს წინასწარ ყოველი დღისა და წუთის დაგეგმა. ცხოვრება ასე უფორ გაცილებით საინტერესო ჩანს.

ერთი კი ვიცი, რომ ამ ზაფხულის არდადეგების დამთავრების მერე, ძალიან შეცვლილი ვიქნები… ვგრძნობ 🙂 მინდა რომ ძალიან დაჭკვიანებული ვიყო და ყველამ აღნიშნოს ჩემში მომხდარი ცვლილებები. ზაფხული ჯერ ეხლა დაიწყო მე კი უკვე რომ დამთავრდება იმ დროზე “ვოცნებობ” უფროსწორად იმ მომენტზე, ზაფხული რომ მთავრდება და ცხოვრებაში ახალ ეტაპს იწყებ ❤

საზაფხულო პოსტი, ბოლომდე კი მაინც არ გამოვიდა საზაფხულო რადგან სანამ თბილისს გავეცლები კიდე დავწერ დასამშვიდობებელ პოსტს, იქამდე კი 1 კვირაა. მაგრამ მაინც მინდა ახალი ემოციებით გაგავსოთ  და კარგი ზაფხული გისურვოთ, ისეთი როგორიც თქვენ გინდათ.

ფოტოები ♥

Advertisements