Tags

, , , , ,

„მარიტა დროა ცრემლები მოიწმინდო და ძალა მოიკრიბო“ – თითქოს ვიღაც ჩამჩიჩინებს ყურში. მაგრამ ეს პატარა გოგონა, როგორც ყოველთვის არც ეხა უსმენს სხვებს და მაინც თავისას შვება…

ვზივარ, ჩემთვის, რაღაც ძალიან დაცარიელებული, ვტირი და უცნაურ მელოდიას ვუსმენ. რა ბანალურია ხომ? ბანალურია საერთოდ ყველაფერი… ამაზე არასდროს მიფიქრია, ალბათ იმიტომ რომ ასეთ სიტუაციაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ. ბანალურია ჩვენი ცხოვრება, მიუხედავად იმისა რომ მე ყველანაირად ვცდილობ მის გაფერადებას.. ბანალურია ჩვენი ერთმანეთისდამი დამოკიდებულებაც, აჯობებდა აქედან დამეწყო, რადგან საერთოდ აქედან იწყება ყველაფერი… ბანალურის ის რომ ჩვენ, ადამიანები ერთი დღე ახლო ვართ ერტანეთთან, ჩვენ დარდს და სიხარულს ერთმანეთს ვუზიარებთ, მეორე დღეს კი სულ უმიზეზოდ ან მიზეზიანად ვშორდებით… ისე თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს წარსული დავივიწყეთ. ჩემთვის წარმოუდგენელია გყავდეს ადამიანი, ძალიან ახლო მერე კი ერთი ხელის მოსმით გაანადგურო ყველაფერი რაც საერთო გქონდათ.. მაგრამ ნელ–ნელა ვხვდები რომ წარმოუდგენელიდან – წარმოსადგენამდე მივდივარ.. დრომ მაიძულა ყველაფერი დავინახო ჩემი თვალით.

ხვალ, ისევ გავიღვიძებთ (კიდევ ერთი ბანალურობა, იქნებ სულ არ ღირდეს გაღვიძება ორიგინალურობის მიზნით) ისევ დავიწყებთ დღეს ისე როგორც გუშინ, გუშინ წინ, იმის წინ… ისევ შევიძენთ ახალ მეგობრებს, დავუკავშირებთ ჩვენი ცხოვრების საყვარელ ან მნიშვენლოვან მომენტებს, ვიფიქრებთ რომ სულ ასე ვიქნებით, მაგრამ გათენდება ერთი დღე, და გავაცნობიერებთ რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია.

მზეც, სიყვარულიც, მეგობრობაც და ჩვენც…ჩვენც შევიცვლებით, გავიზრდებით, ვიღაც „სხვა“ გავხდებით…

მხოლოდ იმედი რჩება, მომავლის, ის იმედი გულში რომ გაფიქრებინებს ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება, ჩვენ კი სამუდამოდ ერთან ვიქნებითო…

Advertisements