Tags

, , , , ,

ამონარიდი ლანა ღოღობერიძის “პარიზული ჩანაწერებიდან”

“სიცოცხლე და სიკვდილი – ორი ერთმანეთზე გადაჯაჭვული სასწაული. სიკვდილის მუდმივი სიახლოვე გაძლევს საშუალებას იყო, ინანიებდე, დაეჭვდე, მოერიო, შეირგო ყოველი წვრილმანი, იფიქრო უკვდავებაზე და რაც მთავარია, გიყვარდეს…

პლატონის გაგებით, უკვდავებასთან მიახლოება – სიყვარულია. არ აქვს მნიშვნელობა გიყვარს ერთი წამი, თუ ერთი წუთი, ერთი წელი თუ ნახევარი სიცოცხლე. გიყვარს და ეს ნიშნავს რომ, უახლოვდები უკვდავებას.

ყოველი სიცოცხლე – მარადისობის გამოვლინებაა. ჩვენი დიდი თავისუფლება ისაა, რომ შეგვიძლია ყოველ წუთს დავიწყოთ რაღაც ახალი, ახალი არსებობა, თითქოს მანამდე არაფერი მომხდარიყოს.

არსებობს სიკვდილის ფორმულა. ყველაზე მარტივი და ამიტომ ძალიან გასაგები: სანამ შენ ხარ შენ, არ არის სიკვდილი. როცა არის სიკვდილი, არა ხარ შენ. – ეს ჭეშმარიტებაა, რომელიც გიმსუბუქებს არყოფნაზე ფიქრს და განიჭებს შვებას. ამიტომ ეგუები, შენ სიკვდილს, როგორც ყველაზე გრძელ ღამეს. “

Advertisements