Tags

, , , , ,

მინდა იქამდე მოვასწრო პოსტის დაწერა,  სანამ წვიმა გადაიღებს. მეჩქარება , თანაც ძალიან. წყნარი სიმღერის ფონზე ვერც კი შევამჩნიე როდის დაიწყო წვიმა და ფანჯრის  რაფა ზაფხულის ნანატრი, გრილი წვეთებით დაიფარა.

უცებ ვიგრძენი, რომ რაღაც ხდებოდა, მუსიკა გამოვრთე და გახარებული მივვარდი ფანჯარასთან. გამოვხსენი, ცაში ავიხედე და თითქოს გავიშალე. მე ხომ ასე ძალიან მიყვარს წვიმა. მისი ხმა, სუნი… წვეთები… დიდი, ძლიერი, პატარა და შეუმჩნეველი.

რა შეიძლება იყოს წვიმაზე უკეთესი…

როცა ცა გრუხუნებს და ჰაერიც სუფთავდება, ცარიელდება.  წვიმისფრით იჟღინთება და ამავდროულად ივსება, რაღაც ახლით, ახალი შეგრძნებებით, ფიქრებითა და ემოციებით. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ხელში კალმები მოვიმარჯვოთ, ფურცელი მუხლებზე დავიდოთ და დავიწყოთ წერა… ახლა ხომ გარეთ იისფრად წვიმს ❤

Advertisements