Tags

, , ,

სულ რაღაც ერთი წლის წინ , ზუსტად ამ დროს მე და ჩემი დაქალი ყველას ვუმტკიცებდით რომ ერთნაირები ვიყავით… ერთნაირი ჩაცმის სტილი გვქონდა, ერთნაირი ხუმრობები, ერთნაირი სურვილები, და ერთნაირი შეხედულებები. რათქმაუნდა ამას მოყვა სიცილი,კამათი,ჩხუბიც კი… მაგრამ ჩვენ მაინ ვამტკიცებდით 🙂 ახლა მეცინება რომ ვიხსენებ, რა სულელი ვიყავი.

მეცინება, რომ ჩემი თავი მაგარი მეგონა რადგან ზუსტად ჩემნაირი დაქალი მყავდა.

მეცინება… გულით… მაგრამ არ მწყინს. ხომ იცით, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მეც დრო მჭირდებოდა რომ ნამდვილი “მე” მეპოვა და იმაში დავრწმუნებულიყავი რომ მე მე ვარ და ჩემნაირი სხვა არავინ არსებობს. დღეს მე იმითი აღარ ვამაყობ რომ ჩემნაირი დაქალი მყავს, დღს მე იმითი ვამაყობ რომ ჩემნაირი არავინ არ არის.

როგორც ყველა ადამიანს აქვს თავისი თითის ანაბეჭდი, რომლის მსგავსიც მეორე არავინ მოიძებნება. ისევე გვაქვს ყველას ჩვენი “მე”…

შეიძლება, ის ჯერ არ გვიპოვია, გვგონია რომ არ არსებობს, ან არსებობს და არ მოგვწონს როგორიცაა – ის მაინც არსებობს ❤

ერთი წამით დაფიქრდით და თქვენ თავს უთხარით, რამდენჯერ მოქცეულხართ ისე როგორც იყო საჭირო და არა ისე როგორც გულით გინდოდათ? რამდენჯერ არ გითქვამთ რამე რადგან თქვენს “პრინცს” ეს არ მოეწონებოდა ან ტქვენ აღარ მოეწონებოდით? რამდენჯერ გიცდიათ აღარ ყოფილიყავით ისეთი როგორიც ხართ, მხოლოდ იმიტომ რომ ამით გარშემომყოფებში პლიუსები დაგეწერათ, სხვებზე უკეთესი შთაბეჭდილება მოგეხდინათ ან რაიმე დაგემსახურებინათ ისეთი რასაც ნამდვილი “მე”–ს გამოჩენით ვერ დაიმსახურებდით ?

პასუხი მხოლოდ ერთია, რათქმაუნდა – ძალიან ბევრჯერ.

ის კი რაც ზევით ვთქვი, არასწორად გადადგმული ნაბიჯია და არაფერი სხვა.

ძალიან მარტივ შემთხვევას მოგიყვანთ მაგალითად. ჩემი მეგობრისთვის ძალიან ბევრჯერ დამიმალია ის რასაც ვფიქრობდი, იმიტომ რომ ეწყინებოდა. მეც იმათ რიგში მოვექეცი ვინც მალავდა, მალავდა და აღარ ამხელდა. ბოლოს მივხვდი რომ ამითი არ ვიყავი ბედნიერი. თითქოს ვიღაც მეუბნებოდა რომ – ის გააკეთე რასაც გრძნობო… ხოდა მეც ავდექი და ჩემ პირდაპირობას ხაზი გავუსვი. პირდაპირი სულ ვიყავი და დღესაც ვარ. მაგრამ დღეს იმაზე უფრო გულწრფელი ვარ ვიდრე ვიყავი… გულწრფელი ვარ დაქალებთანაც, რომლებსაც არაფერს ვუმალავ, ოჯახის წევრებთანაც , თქვენთანაც რადგან ამას გიყვებით და პირველ რიგში საკუთარ თავთან. ეს კი ძალიან დიდი ბედნიერებააა…

ბოლო დროს, როცა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით  აირია ერთმანეთში, ტავს წესით ცუდად უნდა ვგრძნობდე. წესით კი არა იმ წესით რომლიტაც აქამდე ვცხოვრობდი. როცა ყველაფერი კარგი ხდებოდა და მაინც არ ვიყავი ბედნიერი, დღეს როცა კარგი და განსაკუთრებული არაფერი ხდება, მე ვხვდები რომ ბედნიერი ვარ, რადგან ვარ ბოლომდე “მე” და რაც არ უნდა ცუდი შედეგი მოყვეს ამ ყველაფერს , მაინც ბედნიერი ვიქნები…

არვიცი ეს როგორ მოხდა, რატომ და რა გავაკეთე რომ აქამდე მოვსულიყავი… უბრალოდ მოხდა და მიზეზებს აღარ ვეძებ. ალბათ საჭირო იყო… თუ თქვენ ჯერ ვერ გიპოვიათ “საკუთარი თავი” არც ეგაა სანერვიულო ალბათ ეგეც ეგრე იყო საჭირო. უბრალოდ , დაუფიქრდით ვინ ხართ, რა გინდათ. მიეცით თქვენს “მეს” საშუალებას გარეთ გამოვიდეს…

თუ ამას მართლა გულით ეცდებით, ყველაფერი თავისით მოხდება. შეიძლება ისევე ერთი ხელის მოსმით არის–დაირიოს თქვენს გარშემო, მაგრამ ერთი რამ რაც ნამდვილად ვიცი ის არის რომ ტქვენ – ბედნიერი იქნებით…

ფოტოები განწყობისთვის