Tags

, , , , , , ,

შაბათი დღეა… დასვენების…

ხოდა მეც ვისვენებ, ვზივარ ეზოში – ნესტიან სკამზე და ცხოვრებაზე ვფიქრობ. თუ რა სწრაფად იცვლება იგი. გავახელთ თვალს და ყველაფერი სხვანაირადაა. ძველ დროსთან კი მხოლოდ მოგონებები გვაკავშირებს.

სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს. ჩემს ცხოვრებაზე. დოკუმენტურს, ავტოპორტრეტს… სადაც ჩემი განვლილი ცხოვრება იქნება მოთხრობილი. მთავარ როლსაც მე ვითამაშებდი და რეჟისორიც მე ვიქნებოდი… ოღონდ ეს ყველაფერი მომავალში. იქამდე ჯერ კიდევ ბევრია გასავლელი.

ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა ხელოვნება. ფილმები , მუსიკა და წერა – ყველაზე მეტად. როგორც მეუბნებიან, შემოქმედებას მივყევი ხელი. საგრძნობლად შევიცვალე და “ჩავიკეტე” ან პირიქით ძალიან გავიხსენი, მაგრამ ჩემ თავთან. სამწუხაროდ ისეთი ადამიანი ვერ ვიპოვე ვისთანაც გავიხსნებოდი, ან ვიპოვე და დავკარგე.

ჩემი ცხოვრება შე–იცვლება. ამას ვგრძნობ. თითქოს ყოველ დღე იცვლება. ახალი ემოციები, სურვილები, ყველაფერი ახალია, გრძნობებიც და შეხედულებებიც. მგონია რომ, სექტემბრიდან “ახალ ცხოვრებას” დავიწყებ და ყველა “სხვა” მარიტას გაიცნობს. იმ თვისებებითა და ინტერესებით რაც აქამდე არ ჩანდა. ძალიან მაინტერესებს როგორ გამოჩნდება ეს ყველაფერი, როგორ მიმიღებს ხალხი.

მომავალი კვირიდან ბიბლიოთეკას ვუბრუნდები. ეს ჩემი “ახალი ცხოვრების” კიდევ ერთი ნაწილია. მინდა რომ ბევრი ვიკითხო, ვწერო და ვიფიქრო. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი დიდ სიხარულსა და სიამოვნებას მანიჭებს. მომავალში, იმედია ბედნიერებასაც მომანიჭებს.

ბედნიერება, ხომ არ არსებობს ხანგრძლივობის გარეშე…

ბედნიერება – ეს ილუზიაა, რომ სიხარული, რომელიც იბადება იმისთვის რომ მოკვდეს, შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

მეც სწორედ ამის იმედი მაქვს…

Advertisements