Tags

, , , ,


ძველი სიმღერების დათვალიერება გადავყწყვიტე, შესაბამისად ცნობიერებაშიც ძველი მოგონებები ამოტივტივდა. ამას მოჰყვა ემოციები, სავსე და დაძველებული, მე ისინი ახლიდან შევიგრძენი.

როცა ფლეიერმა მომდევნო სიმღერაზე გადართო, ( keane-everybody is changing )  ჩემი ყურადღება მისმა სათაურმა მიიპყრო და ერთი წუთით ჩამაფიქრა. განა ადამიანები ვიცვლებით? ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ გეტყოდით, ადამიანი არ იცვლება უბრალოდ შეხედულებები ეცვლება–მეთქი. დღეს კი სხვანაირი პასუხი მაქვს. უფროსწორად შედეგია სხვანაირი…

ადამიანების შეცვლა–არშეცვლა ჩემს თავზე გამოვცადე. პირადი გამოცდილებიდან, კი პასუხი კი ყველაზე მყარად გვეჩვენება. შემეცვალა წარმოდგენები, შემეცვალა მიზნები, გამიქრა რამდენიმე თვისება, (იხ. წინა პოსტი) შევიძინე სულ სხვანაირი მეგობრები, რამდენიმე ძველ მეგობართან კი ურთიერთობა “გამირთულდა”. ალბათ ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მე სხვა მე გავხდი. ის აღარ ვარ ვინც აქამდე ვიყავი. აღარ ვარ ის, ვინც ფულს სისულელეებში არ ხარჯავდა, უზრდელურად მიმართავდა უფროსებს, ხანდახან ოჯახის წევრებსაც, აღარ ვარ ის ვინც სულ ცანცარებდა და წიკვინებდა. დღეს მე ასეთი ადამიანები მაღიზიანებენ…

არვიცი, შეიძლება იფიქროთ ეს შეცვლა კი არა, გაზრდააო. რადგან ერთხელ უკვე ვთქვი რომ 15 წლის ვარ, და ამ ასაკში ადამიანი ყალიბდება. ამ ყველაფერს შეცვლას კი არა უბრალოდ ჩამოყალიბებას და დახვეწას დაარქმევთ. ჩემთვის კი არ აქვს მნიშველობა რა ერქმევა… უბრალოდ მე სხვა მარიტა გავხდი 🙂

ფოტოები განწყობისთვის

Advertisements