Tags

, , , , ,

ყველაფერი ჩემდა უნებურად მოხდა. გადავწყვიტე ჩემს ცხოვრებაში ცოტა ცვლილებები შემეტანა და ყველაფერი გადმომეფას–გადამეფასებინა 🙂 გადავწყვიტე რომ მიყვარდეს ადამიანები და გავუღიმო მათ – სანაცვლოდ კი არაფერს ვითხოვდე. გადავწყვიტე რომ ყველა ადამიანსვინს მიყვარს – ვაგრძნობინო ეს,  პატარა იაფასიანი საჩუქრით, წერილებითა და დიდი გულით. გადავწყვიტე რომ რაც ცუდი თვისება მაქვს ყველა გადავაგდო ნაგვისყუთში, სამაგიეროდ დავხვეწო ჩემი ის რამდენიმე თვისება, რომელიც ძალიან მომწონს და ვამაყობ მათი არსებობით.

წინა პოსტში, როცა სახურავზე ავედი, დავწერე რომ ძალიან ბედნიერი ვარ–თქო. მართლაც, მაგ დღის მერე ძალიან დიდ შვებას განვიცდი. წვრილმანებზე აღარ ვნერვიულობ, გუშინ საოცარი ფაქტი მოხდა. სკოლაში მასწავლებელთან ვიჩხუბე და რომ მივხვდი უზრდელურად რომ გამომივიდა მივედი და ბოდიში მოვუხადე. ადრე ამას არ გავაკეთებდი, ისევ თავის გამართლებას დავიწყებდი და ვიფიქრებდი, რადგან ესე გავაკეთე ანუ საჭირო იყო თქო.

დღეს, მე სუ სხვანაირი წარმოდგენები მაქვს ჩემს მომავალზე, სხვანაირი კრიტერიუმებით ვაფასებ ადამიანებს (ამაზე ჩემს ერთერთ ახლო მეგობართანაც მქონდა საუბარი) შმეიყვარდა ჩემი საყვარელი ადამიანების “ნაკლები”. ანუ რაზეც ადრე ჩხუბი მქონდა, რატო ესეთი, რატო ასე და არა ისე… ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მივხვდი რომ რომ არა “ასეთობა” და “ისეთობა” შეიძლება სულ არ მყვარებოდნენ. და სწორედ იმიტომ მიყვარან რომ “ასეთები” და “ისეთები” არიან.

ჩემი თავიც ზუსტად ისეთი შემიყვარდა, როგორიც ვარ… სადღაც გულის სიღრმეში. მშობლებთან “უკეთესი შვილი გავხდი” ოღონდ არა იმიტომ რომ ფული მოეცათ ან რამე ეყიდათ, უბრალოდ გულით მომინდა რომ სხვანაირ მარიტას დავმსგავსებოდი და გამომივიდა კიდეც.

დღეს კი ბედნიერი ვარ დედაჩემის, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების ბედნიერ სახეებს რომ ვუყურებ : )

ფოტოები განწყობისთვის


Advertisements