Tags

მეგონა სიცარიელე ვერასოდეს დაისადგურებდა ჩემში, რადგან მე ჩემს თავში ემოციებით სავსე, ათასგვარ რამეზე ჩაფიქრებულ გოგონას ვხედავდი. ბოლო დროს, ბევრი რამე შეიცვალა ჩემს “თავში”.  ყველაფერი ატრიალდა, დატრიალდა, და თავის ადგილზე დალაგდა. აღარ ვარ უყურადღებო, აღარ ვარ დაბნეული, სანამ რამეს ვიტყვი და გავაკეთებ ასეთუისე ვუფიქრდები, აღარ ვარ ის გოგო, რომელიც მარტო გართობაზე იფიქრებს, აღარც ისეთი სავსე ვარ , როგორიც ვიყავი…

მივხვდი რომ , “მე”–ს რაღაც აკლია, რომ სიცარიელე შეავსოს… მე კი მის ძიებაში ვარ და თან ჩემს თავს “ვიცნობ”… არვიცი ეს სიცარიელე – სიყვარულის და სითბოს ნაკლებობაა თუ ინტერესების დაუკამყოფილებლობა, ან იქნებ საინტერესო ადამიანების არყოლა? არვიცი არვიცი… მაგრამ ფაქტია, რომ ადგილი რომელიც ჯერ ვერავინ და ვერაფერმა დაიკავა – ცარიელია… და ისევ ელოდება შევსებას…

ფოტოები ემოციისთვის


Advertisements