Tags

, , , ,

რამდენნაირი მოლოცვა გაგიგონიათ? მმ ძალიან ბევრი.
ყურში ხომ გამუდმებით ჩაგესმით სიტყვები: გილოცავ დაბადების დღეს, გილოცავ შვილის გაბედნიერებას, გილოცავ გამოცდის ჩაბარებას, გილოცავ ფულის მოგებას…

შეიძლება მიზანს მივაღწიოთ და ეს დიდ წარმატებად ჩავთვალოთ, შეიძლება ისეთი ნივთი ვიყიდოთ რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდით და ეს ყველაფერი მოსალოცი გახდეს, მაგრამ ვერასდროს ვაცნობიერებთ იმას, რომ ყველაფერზე დიდი მოსალოცი რამე მაინც ისაა რომ ვარსებობთ 🙂

გილოცავთ რომ გყავთ მეგობრები, ვის გარეშეც ვერ გაუძლებდით ცხოვრების რთულ პერიოდებს, ვერ გაივლიდით ცხოვრების რთულ ეტაპებს. გილოცავთ რომ გყავთ ოჯახი, რომელიც გიყვართ, შეიძლება ხშირად ჩხუბობბთ და ვერ აფასებთ მაგრამ რაც არ უნდა ვთქვათ ოჯახი – ეს ისეთი რამეა , რასაც ვერაფერი შეცვლის. გილოცავთ რომ ახლა, როცა თქვენ მშვიდად შეგიძლიათ ამ ტექსტს კითხულობდეთ სხვა სიკვდილის ბოლო წუთებს ითვლის და ცხოვრებას ემშვიდობება.

მიმოიხედეთ გარშემო, და დააფასეთ ყველაფერი რაც გაქვთ, დააფასეთ ადამიანებივინც გყავთ გვერდში და აგრძნობინეთ ეს. “თქმა ადვილია, შესრულება კი ძნელი” – მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ დავაფასოთ ცხოვრება 🙂

გილოცავთ, თქვენ ცოცხალი ხართ… და შეგიძლიათ დატკბეთ ♥

ფოტოები განწყობისთვის

Advertisements