Tags

, ,

ბავშვობაში მინდოდა ისეთი სახლი მქონოდა, რომელიც ყველასგან მოშორებით იქნებოდა. სადმე ხის ტოტებზე ჩამოკიდებული ან ჰაერში გამოკიდული. მერე, ცოტა რომ წამოვიზარდე მივხვდი რომ ამ ოცნებას ფრთებს ვერ შევასხამდი, რეალურად დავიწყე ფიქრი და ოცნებაც შევწყვიტე… მხოლოდ სურათებით ვიკმაყოფილებდი თავს, მაგრამ სადღაც გულში მაინც მინდოდა მიყრუებული ადგილი მქონოდა, მარტო ჩემი, რომელიც არავის ეცოდინებოდა…

ბოლო დროს იმდენი რამე ხდებოდა ჩემს თავს, რეალობას შევეჭიდე და ოცნებაც გადამავიწყდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მყავდა გარშემო ადამიანები ვისაც ვუყვარდი, მაფასებდნენ და ვისთან ერთადაც დაუვიწყარ დროს ვატარებდი. არვიცი რატომ, მაგრამ შუადღეს უნებურად დავდექი ცუდ ხასიათზე… იცით როგორზე? არაფრის სურვილი რომ არ გაქვს… მე, ადამიანი რომელიც ცუდათ მარტო ძალიან ახლობლებს უნახავთ და ისიც იშვიათად ხმას არ იღებდა დიდი დროის მანძილზე. მეკითხებოდნენ რა გჭირსო, მეც დაუფიქრებლად ვპასუხობდი იმას რაც პირველი მომივიდოდა თავში… როცა ცუდათ ვარ თანაც ასე ცუდათ, ძნელია ვინმემ შეძლოს ამგვარი რამე. მხოლოდ ჩემ თავთან დარჩენა მშველის ხოლმე…

ხოდა , მეც გადავწყვიტე რომ წავსულიყავი სადმე მარტო, და დიდი პაუზის შემდეგ ჩემს თავს გავსაუბრებოდი, მასთან დავრჩენილიყავი და უბრალოდ მეფიქრა, მე ხომ ასე ძალიან მიყვარს ფიქრი…

ხელში ჩანთა მოვიმარჯვე, კიბეებზე სწრაფი ნაბიჯებით ჩავედი და წავედი, ოღონდ საით მეც არვიცი. ჯერ ჩემი ქუჩა გავიარე , მერე საპირისპირო და რამდენიმე წუთის შემდეგ საოცარი იდეა დამებადა. ძნელია უწოდო ამას – საოცარი. მაგრამ მე ვუწოდე 🙂 და გადავწყვიტე ავსულიყავი სულ სულ ზევით. მაღლა და მაღლა… არა არ იფიქროთ რომ თავის მოკვლა მინდოდა 🙂 სახურავზე ავედი და “სასუსნავებიც” ავიტანე… იცით რა ბედნიერი ვიყავი? პირველად ვიგრძენი მარტოობისგან ასეთი შეგრძნება. აქამდე მარტოობა მეზიზღებოდა, გუშინ კი შემიყვარდა. ის ჩემი მეგობარი გახდა. არ მიღალატა, არც მაწყენინა… მივხვდი რომ სულ ჩემთან იქნება, მაშინაც კი როცა მარტო ვარ 🙂

საბედნიეროდ, დღიური ჩანტაში მედო, ხოდა ნახევარი თბილისის ფონზე, გადავწყვიტე მთელი ჩემი ფიქრები და ემოციები ფურცლებზე გადმომეღო… ოჰ, რა ძნელია იმდენი რამის ფურცელზე გადმოტანა, რაც ჩემ გულშია 🙂 მაგრამ ნაწილობრივ შევძლი კიდეც:) შეუძლებელია იჯდე სახურავზე მარტო, როცა ოდნავ ზევით მერცხლები დაფრინავენ, უკან და გარშემო თბილისი ჩანს, წინ კი მთებია და ერთადერთი კორპუსი საიდანაც ვიღაც გოგონა ბუშტებს უშვებს 🙂 ასეთ დროს ისიც შეუძლებელია, მუზა არ მოგივიდეს ან იმაზე დაფიქრდე რაზეც აქამდე არ დფიქრებულხარ 🙂

ვფიქრობდი ჩემთვის, უანგაროდ, შეყვარებული, მარტო და სახურავზე 🙂 ვფიქრობდი ყველაფერზე რაზეც კი შეიძლება იფიქრო და იმაზეც კი რაზეც არ შეიძლება. ვაკეთებდი იმას რაც მინდოდა, ქვევით კი ამას ვერ ვახერხებ. ვყვიროდი იმას რაც მინდოდა, ქვევით კი ამას ვერ ვახერხებ… და ყველაზე მნიშვნელოვანი, ვიყავი ბოლომდე “მე” ქვევით კი ამას ვერც მე და ვერც ვერავინ ვერ ახერხებს…

მე ვიპოვე ჩემი პატარა სამოთხე, თქვენ?

Advertisements