Tags

, ,

დღეს ძალიან ადრე გავიღვიძე საერთოდ არ ვარ ადრე ადგომას მიჩვეული, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი 11ზე ვიძინებ და მერე ხან რომელზე წამოვხტები ხოლმე ხან რომელზე…  ამ რეჟიმმა ჩემდა გასაკვირად კარგი შედეგი გამოიღო  მთელი დღე დასვენებული ვარ არსად აღარ მაგვიანდება და დილითაც ყველაფრის გაკეთებას ვასწრებ 🙂

ხოდა იმას ვამბობდი რომ 7ს აკლდა წუთები, თვალები რომ გავახილე, და საწოლიდან წამოვფრინდი 🙂 პირველი ამინდს ვუყურებ ხოლმე, თუ კაი ამინდია კაი ხასიათზე ვდგები, თუ ცუდია სახემონჟღრეული ვიცმევ და დაუსრულებლად ვიზმორები 🙂 დღეს გამიმართლა, მზიანი ამინდი დამხვდა ფანჯარაში  ამიტომაც ბედნიერი ღიმილით დავიწყე სკოლისთვის გამზადება 🙂 საერთოდ იშვიათად მიმართლებს, იმ დღეს ძლივსძლივობით შეგროვებული თანხის ნაწილი მივახარჯე ტოტალიზატორს, პირველად დავდე ფული ისიც საქართველოს წაგებაზე მეთქი უეჭველი წააგებს თქო… მარა ? ნიჩია დამტავრდა და მეც დავრჩი გაღიმებული 🙂

საბედნიეროდ დღეს კიდევ ერთ რამეში გამიმართლა , აღმოჩნდა რომ სკოლისთვის ყველაფერი ნამეცადინები მქონდა ამიტომ აღარ დამჭირდა დროის დახარჯვა, კომპიუტერი ჩავრთე და ჩემს ვირტუალურ სამყაროში შემოვიჭერი… პირველი რასაც ვაკეთებ ხოლმე ჩვეულებრივ კომპიუტერის ჩართვისას ესაა ოპერის ღილაკზე მიჭერა, მერე Facebook ზე შევალ , მერე დღის ჰოროსკოპს ვნახავ ( ძალიან მჯერა ჰოროსკოპების) , მერე მივიწყებულ და მონატრებულ სიმრერებს ჩავრთავ და ვტკბბები მშვენიერებით 🙂

დღეს ევროვიზიაზე გამარჯვეული გერმანელი გოგოს მიერ შესრულებული სიმღერა ჩავრთე რამაც პლიუს ენერგიაზე მომიყვანა და ცხოვრების ხალისი დამიბრუნა 🙂 ვგიჟდები ესეთ მომენტებზე 🙂 როცა სიმღერის მოსმენის მერე მშვენიერ ხასიათზე ხარ 🙂 პრობლემები აღარ გახსოვს და მხოლოდ ცხოვრება გიხარია 🙂  საბედნიეროდ ახლა სწორედ მასე ვარ 🙂 იმედია დიდხანს გასტანს ჩემი ასეთი ბედნიერება 🙂 თქვენ კი მშვიდობიან დილას და ლამაზ სამუშაო დღეს გისურვებთ 🙂

Advertisements